x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა ამბავი რეზო ჩხეიძის ცხოვრებიდან, რომელიც აუცილებლად დაგარწმუნებთ სიტყვის ძალის არსებობაში...
1937- ში, ღამით, მამაჩემი წაიყვანეს ჩეკისტებმა. დავრჩით სამი შვილი და სტუდენტი დედა...

გათენდა, დედამ - სკოლაში წადით, არავის ეგონოს რომ დავგლახავდითო...
მივედი სკოლაში და ვფიქრობ: ახლა გამკიცხავენ, კრებას მომიწყობენ როგორც ხალხის მტრის შვილს და შიშისაგან მერხთან ვზივარ გატრუნული...

მოულოდნელად კლასში შემოდის დირექტორის მოადგილე და ხმამაღალი ხმით ამბობს: - რეზო ჩხეიძე არის? დირექტორი იბარებს!

შეშინებული ფეხზე წამოვდექი და გავყევი. როგორც კი კაბინეტში ფეხი შევდგი, დირექტორი ადგილიდან წამოდგა, ჩემსკენ გამოიქცა, გულში ჩამიკრა და მეუბნება: - რეზო, შენ როგორც სწავლობდი, ისე გააგრძელე სწავლა, არაფრის შეგეშინდეს, შენ ვერავინ გაწყენინებს და დაგჩაგრავს, სანამ მე აქ ვარ, ოღონდ შენ კარგად ისწავლე...

წელში გავიმართე და ისე გამოვედი დირექტორის კაბინეტიდან...

ეს ქალი თამარ დახუნდარიძე იყო, მესამე სკოლის დირექტორი...

სამი წლის წინ ვიყავი ქუთაისში მის საფლავზე, წარწერას რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ მაშინ, 1937-ში, ჩემი დირექტორი მხოლოდ 26 წლის იყო..."
რეზო ჩხეიძე
image
0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0