სხვა რატომ ეძებენ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასს სოკოს - ტრუფელს ღორები? 2022, 22 დეკემბერი, 17:53
ყოველწლიურად, გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონის დაწყებას ტრადიციულად მსოფლიოს ყველა გურმანი სულმოუთქმელად ელოდება. დახვეწილი ტრუფელი, რომლის 1 კგ -ის ღირებულებაც 50 000 დოლარამდე აღწევს, კვლავ მაღალი სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად რჩება. ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში მრეწველებმა მათი გაშენება ხელოვნურ გარემოში ისწავლეს, თუმცა ექსპერტების აზრით, ტრუფელის გასტრონომიული თვისებების მიხედვით, ისინი ბუნებრივ დელიკატესებს მაინც ვერ შეედრება.
ოქტომბრის ბოლოდან ტრიფულაუები (ასე უწოდებენ ტრუფელის შემგროვებლებს) ტყეში მიემართებიან მიწისქვეშ ეგზოტიკური სოკოების საპოვნელად, თუმცა მათი პოვნა არც ისე ადვილია. ამიტომ, 21-ე საუკუნეშიც კი ელიტარულ "ჩუმ ნადირობაში" ოთხფეხა დამხმარეებზე მოთხოვნილება კვლავ აქტუალურია. როგორც მრავალი წლის წინ, მათ როლს დღესაც ღორები და ძაღლები ასრულებენ.
რატომ ეძებენ 21-ე საუკუნეშიც კი ყველაზე ძვირადღირებულ სოკოს ოთხფეხა მეგობრების დახმარებით?
სად ვეძებოთ ტრუფელი?
რატომ ვერ ცვლის პლანტაციებში მოყვანილი ჩინური სოკო ბუნებრივ დელიკატესს? ამ საკითხთან დაკავშირებით, გურმანები 2 ბანაკად იყოფიან: ერთნი უპირატესობას საქონლის მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენას ანიჭებენ, მეორენი კი მზად არიან ნამდვილ გემოსა და არომატში დიდი ფულიც კი გადაიხადონ.
შავი პერიგორული ტრუფელი
ტრუფელი თავისი "მოძმეებისგან" არა მხოლოდ შესანიშნავი გემოთი, არამედ ფორმითაც კი განსხვავდება. ისინი ჩანთიან სოკოებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც არც ფეხები აქვთ და არც ქუდები. გარეგნულად, ისინი შეიძლება კარტოფილის ბოლქვებსაც კი შევადაროთ. დახვეწილი გურმანების სუფრაზე ყველაზე სასურველად პიემონტში გაზრდილი იტალიური თეთრი ტრუფელი ითვლება, შავს კი შეგიძლიათ საფრანგეთის გარეუბანში, კერძოდ პერიგორში გადააწყდეთ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საკვები დელიკატესი 10-20 სმ სიღრმეზე მიწისქვეშ იზრდება და ის ფოთლოვანი ხეების ფესვებში იმალება. გამოცდილმა ტრიფულაუებმა ბუნების ნიშნები იციან, რომლებიც მათ მიწისქვეშა სოკოების ადგილმდებარეობის შესახებ მინიშნებებს აძლევენ. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ტრუფელი უპირატესობას სხვადასხვა მრავალწლიან ხის ფესვებს ანიჭებს. თეთრი - ხშირად ვერხვის, არყის და ცაცხვის ქვეშ იმალება, ხოლო შავი კი - მუხისა და წიფლის კორომებში. კიდევ ერთი მინიშნება - ბუზების გროვაა. საქმე იმაშია, რომ ამ მწერების ლარვები დელიკატესის მირთმევის წინააღმდეგი სულაც არ არიან, ამიტომ ისინი კვერცხებს მათ მახლობლად დებენ.
იტალიური თეთრი ტრუფელი
ასევე განსხვავდება ტრიფულაუების ტერიტორიული პრეფერენციები "თანამგზავრების" მიხედვით. მაგალითად, ფრანგი "მონადირეები" "თანაშემწეებად" ხშირად ღორებს ირჩევენ, იტალიელები კი - ძაღლებს. სოკოებზე "ნადირობისას" ეს ცხოველები ერთადერთი არ არიან. გარეული დათვების დახვეწილ ყნოსვის შეგრძნებას ასევე ხშირად მიჰყავს ისინი ტრუფელის ტყეებში, მაგრამ რადგან შეუძლებელია მათი დამხმარეებად გამოყენება, ადამიანებს უფრო უვნებელი ოთხფეხების წვრთნა ურჩევნიათ. რაშია საიდუმლო? სოკოს მდიდარი არომატი თხილის ელფერით ტრუფელის ერთადერთი თავისებურება არ გახლავთ. დელიკატესებისგან გამოჟონილ მიმზიდველ არომატს, ცხოველები უკვე მომწიფების ეტაპზე გრძნობენ. ითვლება, რომ ზოგიერთი ჯიშის ღორი და ძაღლი - სოკოს საუკეთესო მაძიებლები არიან.
ადამიანები, რომლებიც ძიებისთვის ღორებს იყენებენ, გაწვრთნებისთვის უფრო ხშირად მდედრებს ირჩევენ, ვინაიდან სოკოს "ფლუიდები" მათ მამრების ფერომონებს ახსენებთ. ღორებს შეუძლიათ ტრუფელის სუნი მეტრამდე სიღრმეზეც კი იგრძნონ. თანმხლების მთავარი ამოცანა - დამხმარეს დროულად გაძევებაა, რათა მან დელიკატესის შეგროვება შეძლოს. უბრალო ღორისგან ნამდვილი პროფესიონალი რომ აღზარდოთ, გოჭებს 4 თვიდან დელიკატესებს აჭმევენ, რათა მათ მაქსიმალურად კარგად დაიმახსოვრონ მათი სუნი.
სწორედ ამაშია ლაგოტო - რომანიოლოს ძაღლების უპირატესობაც, რომლებიც ამ საქმეში დამსახურებულად საუკეთესოებად ითვლებიან. სწავლის სტრატეგია მრავალი თვალსაზრისით ღორების წვრთნას ჰგავს. 5 თვის ასაკიდან ლეკვებს "ჩუმი ნადირობისთვის" ამზადებენ. ამისთვის სახლის ირგვლივ ტრუფელის ნაჭრებს აწყობენ, რათა ცხოველი მათ სპეციფიკურ არომატს მიეჩვიოს. ტრუფელის პოვნისას, კარგად გაწვრთნილი ძაღლი ჯერ მიწაზე წვება, შემდეგ კი თათებით მიწის თხრას იწყებს. ითვლება, რომ მათი დახმარებით შემგროვებელს სეზონზე საკმაოდ დიდი ფულის შოვნაც კი შეუძლია.
|