რელიგია "ჩვენც რომ 25-ში ვზეიმობდეთ, "საახალწლო ნაძვის ხე" ჩვენთანაც სხვა ქრისტიანული ქვეყნების მსგავსად, საშობაო ნაძვის ხედ გადაიქცეოდა" - ნათია ფანჯიკიძე 2022, 22 დეკემბერი, 12:20 ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ზამთრის მზებუდობის დადგომას ეხმაურება(21/22 დეკემბერი)როცა ღამე ყველაზე გრძელია და ამ მოვლენას ქრისტეშობასთან აკავშირებს, რადგან ბნელი ღამე უკვე იყო და სინათლე სიბნელეზე იმარჯვებს და 25-იდან დღე საგრძნობლად იმატებს, კარგი იქნება თუ შობის დღესასწაულს საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად(მათ შორის მართლმადიდებელი) 25-ში აღვნიშნავთ და არა 7 იანვარს. "რა მაგის პასუხია და რა ჩემი დასადგენი საქმეა, მაგრამ გუშინ იყო ყველაზე ბნელი ღამე. სამ დღეში მზე საგრძნობლად იწყებს ძალის მოკრებას. მატულობს სინათლე და მოდის შობა. 7 იანვარს რა ხდება პლანეტის განათების საკითხში? მეტაფორულად ხომ სინათლის დაბრუნება უნდა ვიზეიმოთ? ჩვენც რომ 25-ში ვზეიმობდეთ, "საახალწლო ნაძვისხე" ჩვენთანაც, სხვა ქრისტიანული ქვეყნების მსგავსად, საშობაო ნაძვისხედ გადაიქცეოდა. წმინდა ხედ, როგორადაც ნაძვი ითვლებოდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში და აღარც 25 დეკემბრის სადიდებელი ალილოები აღარ იქნებოდა აცდენილი მიზანს, მეტი ძალა ექნებოდა სიტყვას."-წერს ნათია ფანჯიკიძე. შეგახსენებთ, ნაწილი მართლმადიდებელი ქვეყნებისა ქრისტესშობას აღნიშნავს 7 იანვარს, ძველი სტილით(იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, საქართველოს, უკრაინის და მაკედონიის), ხოლო დანარჩენი ქრისტიანული სამყარო, მათ შორის მათლმადიდებელი ქვეყნების მეორე ნაწილი 25 დეკემბერს (კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთის, ალბანეთის, სლოვაკეთის). აღსანიშნავია, რომ 1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების ეს გადაწყვეტილება დღემდე შეჩერებულია. 354 2-ს მოსწონს 1-ს არა
|