x
ბათუმში რაღაც იწვის

imageგუშინ, ბათუმში ჭავჭავაძის და აღმაშენებლის კვეთაში, რესტორან ვოქსის ცეცხლი გაუჩნდა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ აღნიშნული ობიექტი მდებარეობს კორპუსის თავზე, რაც თავის მხრივ ძალიან სახიფათო მდგომარეობას ქმნის გარშემომყოფთათვის და განსაკუთრებით ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. ბათუმში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობების პროცესი, რომელსაც თან ახლავს კორუფცია და ნეპოტიზმი, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხდება ძალიან ბევრი ისეთი პროექტის წახალისება, რომელიც საერთოდ არ ჯდება ბათუმის განაშენიანების გეგმაში. კორპუსებს არა აქვთ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, რაც გამოჩნდა კიდეც რესტორნის დაწვის დროს, როცა ასეთ სიტუაციაში აუცილებლად უნდა ყავდეს მთავრობას ერთი ვერტმფრენი ცეცხლის ჩასაქრობად და არ ელოდებოდეს დახმარებას თურქეთიდან. პ.ს ბათუმის ჩაბეტონების პროცესში ბევრი რამ ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენები ხდება, რაც აზიანებს ქვეყნის და ხალხის მდგომარეობას.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ბენზე2023
ბენზე2023
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0