x
image
თუთიკო ბერძენა
ვინ არიან ველურები? ნეანდერტალელები თუ ჩვენ? - ბრიტანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ბლინების რეცეპტი, რომელიც დაახლოებით 70 ათასი წლისაა
image


პრიმიტიული ადამიანები ნამდვილი გურმანები იყვნენ! ისინი ამზადებდნენ საკმაოდ რთული შემადგენლობის კერძებს. მათ მენიუში შედიოდა ნუში და ფისტა, მდოგვი და ტრიუფელიც კი!


ჩვენ გვეგონა, რომ ნეანდერტალელებისა და უძველესი ჰომო საპიენსის გასტრონომიული ოცნებების ზღვარი ახლად მოპოვებული ხორცის დიდი ნაჭერი იყო! დიახ, ეს ნამდვილად იყო მთავარი კერძი, ყველაზე გემრიელი და ნოყიერი. მაგრამ ხორცთან ერთად ბოსტნეულის კერძებსაც მიირთმევდნენ. მათი საზრუნავი იყო არამხოლოდ ხილის კრეფა ახლომდებარე ხიდან ან კენკრის კრეფა ახლომდებარე ტყეში.


სინამდვილეში ჩვენ ვერ ვაფასებდით პირველყოფილი ადამიანების კულინარიულ შესაძლებლობებს. აღმოჩენა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ნეანდერტალელთა კვების იდეას, ბრიტანელმა არქეოლოგებმა და პალეობოტანიკოსებმა გააკეთეს. მათ აღმოაჩინეს ნაშთები (არ მინდა დავწერო „ნარჩენები“, თუმცა ასეა) უძველესი ვეგეტარიანული კერძი, რომლის მომზადებისთვის ერთდროულად რამდენიმე კულინარიული ტექნიკა გამოიყენებოდა. იგი მოამზადა ნეანდერტალელმა მზარეულმა 73 - 75 ათასი წლის წინ, შანიდარის გამოქვაბულში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.



„ეს არის საკვების რთული მომზადების პირველი მტკიცებულება, ასე რომ, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ გასტრონომიულ კულტურაზე“, - ხაზს უსვამს კრის ჰანტი, პალეოეკოლოგიის პროფესორი ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი), რომელიც ხელმძღვანელობდა გათხრებს. ნეანდერტალელი ბლინების ხელახალი რეცეპტი გამოქვეყნდა პრესტიჟულ გამოცემა Nature-ში.


უძველესი კერძის თანამედროვე ვერსიის ინგრედიენტები ჰანტმა და კოლეგებმა სწორედ გამოქვაბულის მიმდებარედ შეკრიბეს. ისინი იყენებდნენ უბრალო ჭურჭელს, რაც მის მცხოვრებლებს ჰქონდათ.


- საოცრად გემრიელი გამოვიდა! რაღაც ბლინების მსგავსი ნიგვზის არომატით, - ირწმუნება მეცნიერი.


კვლევის კიდევ ერთი ნაწილი ეძღვნება მენიუს სხვა პალეოლითის გამოქვაბულიდან - ფრანჰტიდან, საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე. აქ ცხოვრობდნენ ჰომო საპიენსის სახეობის წარმომადგენლები, ჩვენი წინაპრები. აღმოჩენების ასაკი გაცილებით ნაკლებია ვიდრე შანიდარში - 12 ათასი წელი.


„ჩვენ პირველად დავამტკიცეთ, რომ ნეანდერტალელებმაც და ჰომო საპიენებმაც დაფქვეს პარკოსნები“, - ამბობს არქეოლოგი და პალეობოტანიკოსი ჩერენ კაბუკჩუ ლივერპულის უნივერსიტეტიდან. ეს არის ყველაზე ადრეული მტკიცებულება ამ კულინარიული ტექნიკის გამოყენების ორივე ტიპის პრიმიტიული ადამიანებისთვის. ასევე აღმოაჩინეს, რომ პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა მარცვლეულის, თხილის, ლობიოს ნარევებს ერთ კერძში.


ზუსტად! ოსპი, სხვადასხვა სახის ბარდა, ხორბლის მარცვალი, ქერი, შვრია. ზოგადად, მარტივი და ცილებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები. თუმცა აქ მთავრდება მარტივი ინგრედიენტების სია და იწყება სიამოვნება. ძვირადღირებული რესტორნის მენიუ და არა მონადირის თავმდაბალი მენიუა. ამასტან, ყველა მცენარე ველურია.


- ნეანდერტალელებს არ ჰქონდათ ქოთნები ან მსგავსი ჭურჭელი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინი ასველებდნენ ოსპსა და სხვა პარკოსნებს ცხოველის ტყავისგან დამზადებულ კონტეინერებში.ანუ პარალელურად ნადირობდნენ. მარცვლებს ფქვავდნენ ქვების დახმარებით, მაგრამ არა ფქვილად, საკმაოდ მსხვილი ქვიშის მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც მე თვითონ ვცადე მსგავსი ნამცხვრების გაკეთება, მივხვდი, რატომ ჰქონდათ ნეანდერტალელებს კბილები ასეთ საშინელ მდგომარეობაში. ადრე პალეოლითის ეპოქის გამოქვაბულებში იპოვეს საკვები მცენარეების ნაშთები. ისრაელში, თურქეთში, ლიბიაში.. შემწვარი მარცვლები საბერძნეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს", განაცხადა ჰანტმა.


რეცეპტი "ნეანდერტალელის ბლინები"


საჭიროა მხოლოდ ორი ძირითადი ინგრედიენტი:


მთლიანი მარცვლეული - ხორბალი ან ქერი (ქერი შესაფერისია, თუმცა ეს უკვე ქერის მარცვლის დამუშავებული ვერსიაა, ძველად ასეთი ფუფუნება არ იყო), 2 ნაწილი. მაგალითად, 200 გრამი, ოსპი - 1 ნაწილი ანუ 100 გრამი. დაალბეთ მთელი ღამით.


შემდეგ დააქუცმაცეთ - სანამ მარცვლის ნაწილაკები 1 - 2 მმ ზომის არ გახდება. თუ პიურე ძალიან სქელია, შეგიძლიათ დაამატოთ წყალი. ბლენდერის გამოყენება შეიძლება, თუმცა ეს არ არის სამართლიანი. ნეანდერტალელებს, შეგახსენებთ, მხოლოდ ქვები ჰქონდათ.


შედეგი უნდა იყოს საკმაოდ სქელი მასა, გრიელი, კარტოფილის პიურესავით - . ამ ნარევიდან ცოტაოდენი ტაფაზე მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან. ჰანტის თქმით, ბლინები არ ცხვება სწრაფად, 15-დან 20 წუთია საჭირო.


მ შემწვარი ცხვრის ან თევზის ისტორიულად ავთენტური დამატებაც შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მდოგვის მარცვლები, ან ნუში.


- ოღონდ მხოლოდ მარილის გარეშე! - ჰანტი გვაფრთხილებს, რადგან მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.


აი, ასე ჯანსაღად ცხოვრობდნენ ველურები. ახლა საინტერესოა, ვინ არიან ველურები, ისინი თუ ჩვენ, ვინც ათას სისაზაგლეს ვიყრით პირში?!

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0