კინო მსოფლიო დონის კომიკოსის რეალური სახალისო ამბავი... 2022, 19 დეკემბერი, 8:42
გახმაურებულ "ბურთსა და მოედანს" იღებდნენ, მაგრამ ისეთი ტრუსი ვერ ნახეს, რომელიც მთავარი გმირისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. რაღაც ისეთი უნდა ყოფილიყო, თვალში საცემი და სასაცილო... გადაღებიდან შინ დაბრუნებულ იპოლიტეს თვალში მოხვდა მათ აივანზე ბაირაღივით გადმოფენილი სიდედრის გრძელი შავი ნიფხავი. ამაზე სასაცილო და განსხვავებული სადღა უნდა მოეძებნა? ბევრი აღარ უფიქრია, ჩამოხსნა და დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს ვერიჩკამ თავისი ნიფხავი რომ ვერ ნახა, ქვეყანა შეძრა, ყველა მეზობელს შეეკითხა, ძირს დაგდებული ხომ არ გინახავთო. ყველა მხრებს იჩეჩდა. ერთი კვირის შემდეგ გადაღებები გაგრძელდა. იპოლიტე შინ გვიან ბრუნდებოდა, თან ძალიან დაღლილი. ოჯახი რომ არ შეეწუხებინა, აივანზე წვებოდა ხოლმე. ერთხელ, როცა ვერიჩკამ მაწვნისა და რძის საყიდლად დააპირა წასვლა და დილაადრიანად ადგა,
აივანზე ჩაძინებულ იპოლიტეს მოჰკრა თვალი. - დიდუუ, ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! - აკივლდა ვერიჩკა. - ქალო, გაჩუმდი, რა მოხდა ასეთი? - ამშვიდებს იპოლიტე. - რავა რა მოხდა? სად იყო, ბიჭო, მაი ტრუსიკი? - კაი ახლა, ვერიჩკა, - ეხვეწება იპოლიტე, - რომ ჩავიცვი, ამით რა დაშავდა? შენს ჩაცმულს ვერავინ ნახავდა და აწი ეს ნიფხავი მსოფლიოს მოიარს, აბა! ქართული კინოს გენიოსი იპოლიტე ხვიჩია 94 შეფასება არ არის
|