x
image
თეონა გორდეზიანი
ვინ იქონია დიდი გავლენა ქართველების მუსიკალურ გემოვნებაზე...
მუსიკათმცოდნე და პედაგოგი ევგენი მაჭავარიანი (1937-1997) რომლის გადაცემამაც “ეს ესტრადაა'' ქართველი მსმენლის გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ბ-ნი ევგენის გადაცემებს, პირველ არხზე ყოველთვის მოუთმენლად ელოდა მაყურებელი.
image

ამბობენ, თურმე ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს ახლობელი გარდაეცვალა სამეგრელოში და დაკრძალვაზე მუსიკალური რედაქციის მთელი შემადგენლობა გაემგზავრა. თბილისიდან ჩასული სტუმრები დიდი პატივით მიიღეს. დადგა მისამძიმრების დროც. როცა კარის ზღურბლზე ფეხი ბატონმა ევგენი მაჭავარიანმა შედგა, გაისმა მოტირალი ქალების “განსაკუთრებული” შეკივლება: – ტიტუუ, ტიტუუუ! შე საცოდავო, ნახე ვინ მოვიდა, ესტრადაა მოვიდა, ესტრადაა მოვიდაააა!...
0
24
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0