სიახლეები "ომიკრონის" ახალი ვარიანტი BF.7 ელვისებულად ვრცელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე? 2022, 18 დეკემბერი, 15:48 პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, სადაც საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.მისი თქმით, 2023 წელი საკმაოდ რთული იქნება ვირუსის ახალი ვარიანტის გამო, რომელსაც "ომიკრონის" ახალი ვარიანტი BF.7 ეწოდება.იგი აგრეთვე წერს, რომ 2023 წელი ეკონომიკური კრიზისის წელი იქნება ვირუსის გამო."ჩინეთს ბუმერანგივით დაუბრუნდა ყველაფერი. 2021 წლის მაისის სტატია წაიკითხეთ.დიახ, დრო დადგა, ჩინეთი ამ ზამთარს გადაიხდის თავის ფასს. მწარე ფასს!800 მილონამდე დაინფიცირდება და, სავარაუდოდ, 500, 000 გარდაცვლილი ეყოლებათ… და ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ზამთარს…უკვე დღეს ოფიციალურად დადასტურდა 2 ჟურნალისტის გარდაცვალება კოვიდით.ახალი ომიკრონის ვარიანტი BF.7 ელვისებულად ვრცელდება.დანარჩენი მსოფლიოსთვის სასიხარულო არაფერი მაქვს. ზოგადად, შურისძიება არავისთვის კარგი არ არის … ეს ნიშნავს იმას, რომ 2023 წელს გარანტირებულად ეკონომიკური კრიზისი იქნება… ვინც არ იცით, მსოფლიოში თითქმის ყველაფრის წარმოება ზუსტად ჩინეთშია …."264 1-ს მოსწონს
|