x
მეტი
  • 01.09.2024
  • სტატია:136807
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511011
"სულიც ამოხდომია"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის ამერიკის ერთ-ერთ უძველესს და პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"აჰა ბარბალობას შევიტყვეთ, რომ ჩვენს ხარჯზე გამდიდრებული პრემიერ ღარიბაშვილის შვილი ამერიკის უძვირეს სასწავლებელში მიუვლინებიათ. ეს ხდება მაშინ როდესაც ბავშვებს სკოლებში გაკვეთილების მიმდინარეობისას შიმშილის გამო სასწრაფოების გამოძახება სჭირდებათ და ეს წლებია ღარიბაშვილს ვერაფრით ვერ შემოვაღებინეთ ერთჯერადი უფასო კვება მაინც სკოლებში.


ამათი პრინციპი–ჩემი შვილები იყვნენ კარგად და თქვენებს სულიც ამოხდომია—ძალაშია. ვფიქრობ ამერიკა–ევროპამ ამათი ოჯახის წევრები უნდა გამოაძევოს დასავლური სამოთხიდან სავიზო სანქციების გზით. ხომ ლანძღავენ დასავლეთს, აბა რატომ გარბიან ატლანტიკაზე. აგერ ბატონო რუსეთი საიდანაც იმართებიან, წავიდნენ და ისწავლონ." - ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის, ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა პირად გვერდზე გაავრცელა.

image
0
314
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
314