x
6 ნაბიჯი წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე მოსახვედრად

მოგზაურობის მოყვარულების ერთ–ერთი გამორჩეულად საყვარელი ადგილი იტალიაში, არის ქალაქი–სახელმწიფო ვატიკანში მდებარე ჭმინდა პეტრეს ტაძარი.

6 ნაბიჯი წმინდა პეტრეს გუმბათზე მარტივად მოსახვედრად:
ვატიკანი წმ. პეტრეს ტაძრის გუმბათი
ნაბიჯი 1: მოერიდეთ ოთხშაბათს. ოთხშაბათ დღეს პაპის შეხვედრები იმართება ვატიკანში. აუდიტორია საკმაოდ დიდია, დაუსრულებელ რიგში რომ არ მოგიწიოს დგომა, უმჯობესია კვირის სხვა დღეები შეარჩიო ვატიკანისთვის. პერიოდულად კვირა დღესაც აქვს პაპს მიმართვა და შეხვედრა ხალხთან, ამიტომ უკეთესი იქნება წინასწარ გაეცნოთ რა არის დაგეგმილი ოთხშაბათს და კვირას.
ნაბიჯი 2: მიდი ადრე. რეკომენდაციაა დილით, 8საათზე მისვლა. ეს საგრძნობლად დაგიზოგავთ რიგში დგომის დროს.
ნაბიჯი 3: შედი დაცვის გავლით. კოლონების მარჯვენა წყობის ბოლოს დაგხვდებათ ღობეები და მეტალის დეტექტორები, ლურჯ უნიფორმიანი ბიჭებიც იქვე, ნუ შეშინდები მარტივად გაივლი ამ პუნქტსაც.
წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი
ნაბიჯი 4: მიდი გუმბათზე ასასვლელთან. წარმატებით გავლილი პუნქტის შემდეგ მოხვდები ტაძრის ტერიტორიაზე, კიბეზე ახვალ; გაივლი ყველაზე დიდ არკაში, გაიხედე პირდაპირ და მარჯვნივ, სადაც დაგხვდება გუმბათზე ასასვლელის მიმანიშნებელი,
ნაბიჯი 5: ისარგებლე ლიფტით. აუცილებლად გაუფრთხილდი და დაზოგე ენერგია, ნუ ახვალ 551 საფეხურს ფეხით, ბილეთს ყიდულობ ადგილზე, ამატებ თანხას, რომ ისარგებლო ლიფტით სარგებლობის ოფციით..
ნაბიჯი 6: ისიამოვნე ხედით. ლიფტით ბოლომდე ასვლის შემდეგ, რამდენიმე ვიწრო საფეხური აიაროთ..
ფლაი.ჯი
0
41
შეფასება არ არის
ავტორი:კატუშა ნიკოლაიშვილი
კატუშა ნიკოლაიშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0