x
image
თეონა გორდეზიანი
თურქეთში მდებარე უნიკალური ქართული მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება
image

სუმელას ქართული მონასტერი ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის.


მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ. "სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით როდესაც თურქეთში მართმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.


ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება.


სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია. მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.

1
293
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
293
  
2022, 16 დეკემბერი, 11:46
არ არის არა ეგ ქართული მონასტერი! ვიღაცა ერთმა გაავრცელა ფეიკი და მერე ვირუსივით ვრცელდება!ეტიმოლოგიაც უფრო ბერძნულია,ვიდრე ლაზური და ქართულად შავ მთას " ნიშნავს
0 1 1