x
image
lasha1993
პოპულალური ალკოჰოლიკები
1) imageთუ კონიაკის ბოთლს ამშვენებს წარწერა:ნაპოლეონი, სასმელის ასაკი კი 12-30 წელია. 1811 წლამდე კონიაკს კურვუაზე ერქვა.ერთხელ იმპერატორმა ნაპოლეონმა სასმელის საწყობი მოინახულა და შემქმნელებს პროდუქცია მოუწონა, მოგვიანებით 15-20 წლიან სასმელს კურვუაზე ნაპოლეონი ეწოდა და მას ხშირად გზავნიდნენ სამეფო სასახლეში. 2)

imageუინსტონ ჩერჩილმა 90 წელი იცოცხლა(70 წლისას ექიმებმა მას დალევა და მოწევა აუკრძალეს) ის ყოველდღიურად შამპანურს, ვისკს და კონიაკს მიირთმევდა.მას ცხოვრების დევიზიც კი ჰქონდა: არასოდეს გამოტოვოთ სადილობა, დალიეთ კონიაკი და გააბოლეთ სიგარა. საინტერესოა ის ფაქტიც რომ მისი საყვარელი სასმელი 50 -გრადუსიანი სომხური სასმელი დვინი იყო.

3) imageჩინეთის ბელადი მაო ძედუნი მხოლოდ 58-გრადუსიან მაოთაის მიირთმევდა.სწორედ ეს ფაქტი იყო რომ ეს სასმელი მთელს ჩინეთში გახდა პოპულალური.

4)image გოეთეს საყვარელი სასმელი ბავარიული ღვინო იყო.მწერალს ყოველწლიურად 900 ფრანკის ღვინოს უგზავნიდნენ.


5) ვან გოგი სასმელებს შორის აბსენტს გამოარჩევდა.

6) ერიხ მარია რემარკის საყვარელი სასმელი კალვადოსი იყო.ის იმდენად შეყვარებული იყო სასმელზე, რომ ხშირად საყვედურობდა თავის თავს:რამდენი დრო დავკარგე სმასა და სიგარეტის მოწევაში, როდის მივხედავ საქმეს?!

7) ერნესტ ჰემინგუეი უშაქრო რომის კოქტეილ დაიკირის ანიჭებდა უპირატესობას, ჰავანაში სტუმრობისას იგი ერთ-ერთი ბარის ხშირი სტუმარი იყო, სადაც მას ძეგლიც კი დაუდგეს.

8) უილიამ ფოლკნერი ალკოჰოლიკების ოჯახში დაიბადა, მწერალი 18 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ლოთი იყო, მისი საყვარელი სასმელი ბურბონი(სიმინდის ვისკი)იყო.

1
229
4-ს მოსწონს
ავტორი:lasha1993
lasha1993
229
  
2012, 28 სექტემბერი, 10:28
ამ კრიტერიუმით ქართევების 95% ალკოფოლიკია,კაცების უმეტესობა სვამს,და უმიზეზოთ ხშირად,სმასაც გააჩნია ტრაბახობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს მე ამდენი დავლიე და ა.შ.მე ეს არ მომწონს
0 1 1