სხვა 4 ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი, რომელიც პოლიტიკოსებთანაა დაკავშირებული 2022, 14 დეკემბერი, 21:56 არავის გაუკვირდება სკანდალური სიახლეები მსახიობებსა თუ მომღერლებზე, თუმცა საკმაოდ საინტერესოა იმ ადამიანებზე, რომლების ცხოვრებაც მაქსიმალურად დაფარულია, წარმოგიდგენთ სახელმწიფო მოღვაწეების, მათ შორის პრეზიდენტების სკანდალურ ისტორიებს.
ბილ კლინტონი
შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური სექს- სკანდალის ბრალდებული გახდა. 1899 წელს პრეზიდენტს ბრალი დასდეს მონიკა ლევინსკისთან ინტიმურ ურთიერთობაში, მონიკა იმ დროს თეთრ სახლში სტაჟიორად მუშაობდა. პრეზიდენტი დიდი ხანი მალავდა ამ ინფორმაციას, მაგრამ ბოლოს აღიარა სტაჟიორთან არაფორმალური ურთიერთობა.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის ყოფილ მინისტრს ხშირად სკანდალურ ისტორიებში მოიხსენიებდნენ.მას არაერთხელ ადანაშაულებდნენ სუსტი ყოფაქცევის გოგონებთან ურთიერთობებში.2009 წელს შეიტყვეს, რომ მას არასრულწლოვან გოგონასთან ჰქონდა კავშირი, რომელიც იყო მაროკოდან და ის იყო მეძავი. შემდეგ გაირკვა მინისტრის საქმეები და არასრულწლოვან გოგონასთან კავშირის დამყარებისთვის მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1 წლის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხიდან გაათავისუფლეს. ფერნანდო ლუგო 2009 წელს პარაგვაის პრეზიდენტმა შოკში ჩააგდო საზოგადოება იმ ინფორმაციით, რომ მას ჰყავდა უკანონო შვილი. ყველაზე გასაკვირი ფაქტი ის იყო, რომ ბავშვის ჩასახვის დროს ფერნანდო ლუგო იყო ეპისკოპოსი და მას ჯერ არ ჰქონდა უფლება ვინმესთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. დონალდ ტრამპი ყოფილ პრეზიდენტს წინა საარჩევნო კამპანიის დროს ადანაშაულებდნენ თითქმის ყველა სასიკვდილო ცოდვაში, მათ შორის ქალთა შეურაცხყოფასა და შევიწროებაში. თითქმის ყოველდღე ინტერნეტში ჩნდებოდა ინფორმაცია პრეზიდენტის შესახებ სკანდალური ფაქტები. ზოგი აწმყოს ეხებოდა, ზოგი კი ათწლეული წლის წინ მომხდარი ამბავი იყო. წყარო: bbcnews.ge 235 1-ს მოსწონს
|