x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ეს ქალბატონი 7 წელი ჯოჯოხეთური რეჟიმის ციხეში, სააკაშვილის კომისრების მიერ დატყვევებული და უფლებაშელახული" - ირმა ჭკადუა

image

ნორა კვიციანის გარდაცვალებას იურისტი და უფლებადამცველი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელით ეხმაურება და წერს:


"გინდა დაივიწყო,
თვალი დახუჭო,
გათიშო გონება იმისთვის, რომ არ დაუბრუნდე წარსულს, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ.
ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, დაიღალა ხალხი ამ “სისხლიანი 9 წელი”-ს ძახილით, მომავალზე ვიფიქროთთქო, მაგრამ მოულოდნელად, ისეთი ისტორია გაიელვებს და შეგახსენებს თავს, რომ ვერაფრის დიდებით ვერ დააღწევ ფიქრებს თავს.
ნორა კვიციანი გარდაიცვალა!!
ალბათ არაერთი ყოფილი პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი გარდაცვლილა, მაგრამ გახსენდება თუ რატომ იყო ეს ქალბატონი 7 წელი ჯოჯოხეთური რეჟიმის ციხეში, სააკაშვილის კომისრების მიერ დატყვევებული და უფლებაშელახული…
და ამ ფიქრებში ხვდები, რომ ეს კიდევ, სხვა სიმძიმის ისტორიაა.
დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსისხლოდ კოდორი ჩაებარებინათ.
სულ ეს იყო.
არც მეტი, არც ნაკლები…
სათქმელად მარტივი, მაგრამ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია… რომლის ანალიზი და შეფასება ამ დრომდე არ მომხდარა…
ვუსამძიმრებ განსვენებულის ოჯახს და კოდორის ხეობის ყველა მცველს, ვინც ქალბატონ ნორასთან ერთად იცავდა ამ ულამაზეს ხეობას"-წერს ირმა ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს. მიმ­დი­ნა­რე წელს ნორა კვი­ცი­ა­ნი მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა და დედა ქე­თე­ვა­ნი ეწოდა.

2006 წლის 25 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი ბა­ტა­ლი­ონ "მო­ნა­დი­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ. 27 ივ­ლისს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კვი­ცი­ა­ნის და ნორა არ­ღვლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, სახ­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ამო­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ქონ­ლის მით­ვი­სე­ბა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ნორა არ­ღვლი­ან­მა ცი­ხე­ში 6 წელი გა­ა­ტა­რა. ის 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 2017 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ნორა კვი­ცი­ა­ნი ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში გა­ა­მარ­თლა. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნორა არ­ღვლი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს და ბრალ­დე­ბა ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­რუდ­გი­ნეს.

1
104
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
2022, 13 დეკემბერი, 13:44
:-(
0 1 1