საქართველო
"ამ პერსონამ მთლად დაკარგა ნამუსი. კი მაგრამ მამაშენმა არ გახადა დეპუტატი"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2022, 13 დეკემბერი, 11:51
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, გიორგი გამსახურდიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმურება და წერს:
"ესე იგი ამ პერსონამ მთლად დაკარგა ნამუსი. კი მაგრამ ჯაფარიძე მამაშენმა არ გახადა დეპუტატი მრგვალი მაგიდიდან? დავიჯერო შულერების ამფსონებს დაეხმარებოდა ბატონი ზვიადი? მერე მისი ბანკი ანუ პირადად ჯაფარიძე ხომ ეხმარებოდა თქვენს ოჯახს თუ ვცდები?" - ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ "ლელოს"ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ ღარიბაშვილის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სიცრუე უწოდეს. მოგვიანებით ზემოაღნიშნულ ბრალდებას "ტვიტერზე" გიორგი გამსახურდია შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა და ხაზარაძე-ჯაფარიძე ასეთი ეპითეტებით "შეამკო":
"გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ, პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს. სიცრუე იყო ის ბატონებო, რასაც თქვენი ჯიბის გასასქელებლად აკეთებდით, მაშინ როდესაც ვითომ პორტის აშენება ქვეყნისათვის გინდოდათ. თქვენ მაშინდელ მოკავშირეებთან ერთად პოლიტიკაში." - დაწერა პოლონეთში საქართველის პოლიციის ატაშემ, გიორგი გამსახურდიამ "ტვიტერის" გვერდზე.