სხვა
ექსკლუზიური დეტალები ანა გურჯის ცხოვრებიდან
2012, 27 სექტემბერი, 19:56
ანა გურჯი-ეს იმ გოგონას სახელი და გვარია, რომლის შესახებაც გასულ კვირას მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ისლამის უცოდველობაში ანა მუჰამედის ცოლის როლს თამაშობს, თუმცა ფილმის გადაღებისას მან იცოდა, რომ მის მეუღლეს ჯორჯი ერქვა, ხოლო ფილმს უდაბნოს მებრძოლები. ანა 17 წლის ასაკში წავიდა ამერიკაში სამსახიობო კარიერის გასაკეთებლად, მალე დაოჯახდა და ეხლა ლოს-ანჯელესში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. გურჯი მისი ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი და გვარი კი ანა გიორგობიანია.