x
image
თეონა გორდეზიანი
ისინი არასდროს მდგარან სცენაზე ერთად, ისინი მხოლოდ ცხოვრებაში იდგნენ ერთად...

“ 2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია - 31ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა, სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის, ებოდიშება გარდაცვლილ ჯერ ისევ თბილ დედას.. ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული, - სასოწარკვეთასაც, იმედსაც, უიმედობასაც, ბატონობს ტრაგიზმი, რომლის ფონზე ყველაფერი უფერულია. დედის ტანჯვისგან დაღლილი შვილი, დედის ცხედარს უწვება გვერდით და ძილ-ბურანში ჩაკარგული ელის განთიადს, პირველი მზის ამოსვლას დედის გარეშე.


ამოდის მზე, შვილი დედის მეზობლებს აგებინებს დედის დაღუპვის ამბავს.


მიუხედავად იმისა რომ მოხუცი ქალიც დიდი არტისტია და შვილიც, ეს არც სცენაზე ხდება და არც გადასაღებ მოედანზე, მათ წინ არც პარტერია და არც კამერა. აქ ყველაფერი ნამდვილი და ტრაგიკულია.


მიუხედავად იმისა, რომ დედა ელენე ყიფშიძეა, ქალი-ლეგენდა, ის ნამდვილად კვდება და შვილი ზურა ყიფშიძე, რომელსაც არაერთხელ ჰყავს მაყურებელი ატირებული, თავად ტირის ნამდვილი და არა გლიცერინის ცრემლებით.



ისინი არასდროს მდგარან სცენაზე ერთად, ისინი მხოლოდ ცხოვრებაში იდგნენ ერთად."



image
0
360
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0