x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გაუგზავნეთ ეს ყველაფერი იმათ , ვინც ხმას იღებს და ბედავს მიშას მხარდაჭერას"-დები შაფათავები
image

დები იუნა და დეა შაფათავები სოციალურ ქსელით საქართველოს მთავრობას მიმართავენ, კიდევ ერთხელ გამოაქვეყნონ სააკაშვილის დროინდელი პატიმრების ინტერვიუები და ფოტო-ვიდეომასალები და ეს ყველაფერი მიშას მხარდამჭერებს გაუგზავნონ, რომლებიც ითხოვენ მის გათავისუფლებას "დემოკრატიის სახელით".


"შაბათია და დასვენების დღეა. მაგრამ ახალ ამბებს მაინც ვკითხულიბთ.


ოცნებას ვთხოვ, ტვ-ში დადოს ყოფილ და სიკვდილს გადარჩენილ პატიმრებთან ინტერვიუები, ფოტო და ვიდეო მასალა, რა პირობებში აცხოვრებდნენ, ვის უშვებდნენ სანახავად, ვის დედას, მამას და სანათესაოს, საყვარლების ჩათვლით ჰქონდათ ციხეში დაუბრკოლებლად სიარულის უფლება.



გამოაქვეყნეთ პატიმრების ბრალდებები და სასჯელი, თავიდან გამოაქვეყნეთ აქციებზე მოკლულთა და დასჯილთა ინფირმაცია.


გადაუგზავნეთ ეს ყველაფერი იმათ, ვინც ხმას იღებს და ბედავს მიშას მხარდაჭერას "დემოკრატიის პრინციპებით".


რატომ არ აკეთებთ ამას, ცალკე დიდი და ძალიან შავი თემაა. პირველია ის, რომ დღეს იცნებაში ის ხალხია, ვისაც ეს ყველაფერი არ გამოუვლია და ფეხებზე ჰკიდია, მოიყვანეს და დასვეს დაუმსახურებლად.


მეორე კი ისევ პირველთანაა კავშირში: არაკომპეტენტურობა, კორუფცია და ოცნებაში თანამდებიბებზე უამრავი "გახეხილი" გათეთრებული შავი ყორანია, ვის გამოც ხელის განძრევის საშუალება არ გაქვთ. სამაგიეროდ, ხალხის თვალის ახვევა კარგად მიმდინარეობს. გავიწყდებათ, რომ ხალხი ბრძენია და ყველამ ყველაფერი ვიცით, უბრალოდ ტრიბუნა დღეს თქვენი და ნაცებისაა თქვენივე წყალობით, ჩვენ უნოწყალოდ დაგვაწყდა ნერვები, ვწერთ და ვიკითხოთ უაზრო", -წერს დეა შაფათავა.

0
989
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
989
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0