x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ბოშა ბარონების საფლავების აბსურდული ფუფუნება, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ყველა ჩვენგანი ამ წუთისოფლის სტუმარია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენი ქონებაც არ უნდა დავაგროვოთ იმქვეყნად მაინც თან ვერაფერს წავიღებთ, თუმცა ბოშა ბარონები სულ სხვაგვარად ფიქრობენ და მათი დაკრძალვა გარკვეულწილად ერთი სასახლიდან მეორეში გადასვლას მოგაგონებთ, მეტიც, თვით სასაფლაოსკენ მიმავალი გზაც კი მაქსიმალური ფუფუნებითა და კომფორტით არის სავსე.


image


მიუხედავად იმისა, რომ ბოშები ქრისტიანები არიან მათი დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ჩვენგან ძირეულად განსხვავდება. ამ ერის წარმომადგენლები თვლიან რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს და მას იმქვეყნად ყველაზე კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა სჭირდება. უმაღლეს დონეზე დაკრძალვის საშუალება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, მაგრამ ბოშა ბარონებისთვის მიწისქვეშა საფლავი - დაკრძალვის შეუცვლელი ატრიბუტია. ბოშა არისტოკრატებს ეგვიპტური ფარაონების მსგავსად - ფართო სამარხებში კრძალავენ, რომლებიც აღჭურვილია ყველაფრით, რაც მიცვალებულს სიცოცხლის განმავლობაში უყვარდა.


image


ოთახი მიწისქვეშ მდებარეობს, ზემოდან კი პომპეზური გრანიტის ან მარმარილოს ძეგლია დამონტაჟებული. მონუმენტი მიცვალებულს მინიმუმ სრული სიმაღლით, ზოგჯერ კი ცხენით ან მანქანით გამოსახავს. საფლავში ათავსებენ ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს, ელიტარულ ალკოჰოლს, მობილურ ტელეფონებს და ოქროს ნივთებს. საყოფაცხოვრებო და ფუფუნების საგნების გარდა, გარდაცვლილთან ერთად კრძალავენ ყველაფერს, რაც მას სიცოცხლის განმავლობაში მოსწონდა. საპარსი, ჩუსტები, საყვარელი პიჟამა, ფიკუსი - საფლავში ზოგჯერ ყველაზე უჩვეულო ნივთებსაც კი ნახავთ, რომლებსაც გარდაცვლილი ადამიანის შემდგომი ცხოვრების განათება შეუძლია. ზოგჯერ როდესაც მდიდარ ადამიანს რომელსაც მრავლმხრივი ინტერესები ჰქონდა ბოლო გზაზე ემშვიდობებიან, მისთვის რამდენიმე ოთახიან მიწისქვეშა ბინას აწყობენ. ყველაზე დიდ "შიკად" ითვლება საფლავი ავტოფარეხით, რომელშიც გარდაცვლილის მანქანაა განთავსებული, მაგრამ უნუგეშო ნათესავებისგან ასეთი ზრუნვა იშვიათია.


image


მას შემდეგ, რაც კუბო თავის ადგილს მიწისქვეშა გუნდებს შორის იკავებს, დაკრძალვაზე დამსწრე ქალები ოქროს სამკაულებს იხსნიან და საფლავში ყრიან. ამის შემდეგ საძვალე რკინაბეტონის ფილებით იხურება და საიმედოობისთვის ზემოდან ბეტონი ესხმება. მიუხედავად იმისა, რომ საფლავის ძარცვა ყოველთვის დიდ ცოდვად ითვლებოდა, ზოგიერთი მოქალაქისთვის მიწისქვეშა ძარცვით სოლიდური მოგების მიღება მაინც დიდ ცდუნებას წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ მიცვალებული მას ამ დროს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

image


თუმცა ბოშათა სამარხებიდან ყველაზე ხშირად ოქროს ნივთები და ფული იკარგება, მაგრამ ზოგჯერ თავდამსხმელები უარს არც მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ამბობენ.



image


ყურადღებას თავად დაკრძალვის პროცესიც იმსახურებს. გარდაცვლილს ძვირფასი ხისგან დამზადებულ ექსკლუზიურ კუბოში ათავსებენ, სადაც სურვილისამებრ შეიძლება როგორც კონდიციონერი, უკაბელო კომუნიკაცია და ასევე ავტონომიური განათებაც დამონტაჟდეს. სწორედ ასეთი კუბო შეუკვეთეს ბარონ ფლორიან ჩიოაბასთვის, რომლის დაკრძალვაც რუმინეთის ქალაქ სიბიუში 2013 წლის აგვისტოში გაიმართა.

image


ბოშა ხალხის ამ წარმომადგენელმა ეს სამყარო დიდი ოვაციებით დატოვა. მის ბოლო გზაზე გასაცილებლად მსოფლიოს 59 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა, სუპერქარებისა და ლიმუზინების სამგლოვიარო მსვლელობა კი 7 კმ-ზე იყო გადაჭიმული. აი, ასე კი დიდი ბრიტანეთის "ბოშების დედოფალს" დაემშვიდობნენ.

image



ქალის ოჯახმა ოთხი ცხენის კატაფალკა და ლიმუზინების მთელი კორტეჟი შეუკვეთა. სევდიანი ცერემონიის გასაფორმებლად მარტო ყვავილებზე 16 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. საფლავზე განთავსებული 60 გვირგვინიდან თითოეული ერთი მეტრის სიმაღლის გახლდათ და გარდაცვლილის საყვარელი საგნების - ცხოველების, ტკბილეულის, ლეკვებისა და პონის ფორმას იმეორებდა.


imageimage


ეს ვიტორიო კაზამონიკას სამგლოვიარო პროცესიაა, რომელიც იტალიაში მაფიის ბოშათა კლანს ხელმძღვანელობდა. ექვსი ცხენი, მდიდრული კატაფალკა და რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული მსვლელობა, მისი გარდაცვალებიდან მალევე იტალიის ხელისუფლება მის კლანს დაუპირისპირდა, 2018 წლის შემოდგომაზე კი კაზამონიკას ოჯახის ვილები მასიურად დაანგრია.


image


ბოშათა ძეგლები შორიდანაც კი მოჩანს. გარდაცვალებულთა არა მხოლოდ სრული სიმაღლით გამოსახვა, არამედ მათ გვერდით ხშირად ცოცხალი ნათესავების განთავსებაც კი სრულიად ნორმალურია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ პატივსაცემი ადამიანია დაკრძალული, რომლის გარდაცვალებაც ყველა ახლობლისთვის გამოუსწორებელ დანაკარგად იქცა.

image

ხშირად მიცვალებული გაშლილ სუფრასთან არის გამოსახული, რომელზეც ელიტური ალკოჰოლური სასმელების გარდა, ასევე ძვირადღირებული საფირმო სიგარეტები არის წარმოდგენილი. ისეც ხდება რომ საფლავის ქვაზე ვხვდებით სათევზაო ხელსაწყოებს, მანქანებს, იახტებსა და სხვა ნივთებს, მოკლედ ყველაფერს რაც გარდაცვლილის ჰობს მოგვაგონებს. რადგან სუფრაზე მიცვალებულთა ხსენება მიღებულია, საფლავებთან მაგიდებისა და სკამების გარდა, ხშირად მთელ გადახურულ პავილიონებსაც კი შეხვდებით.

imageimageimageimageimageimage








0
1917
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1917