x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელი მეცნიერების მტკიცება - სპორტს გენეტიკის შეცვლა შეუძლია
image

ამერიკელმა მეცნიერებმა ვარჯიშის ეპიგენეტიკა შეისწავლეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports.


ექსპერიმენტის დროს ექსპერტებმა გამოიკვლიეს განსხვავებები გენის ექსპრესიაში, მაგალითად, იდენტური ტყუპების შემთხვევაში.


კვლევის ფარგლებში მოწვეული იყო 70 წყვილი ტყუპი, რომელთა ჩვევები და მახასიათებლები მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს. ექსპერტებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა ფიზიკური აქტივობის დონეც დაადგინეს.



ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგიერთი დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აუცილებლად დაავადდება. გენის გამოხატვაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სპორტი და ზოგადად ფიზიკური ვარჯიში.


- გენეტიკა და დნმ რომ იყოს ბიოლოგიის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, ტყუპები ერთი და იმავებ დაავადებით დაზარალდებოდნენ. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული სახის გარემო ზეგავლენა, რომელიც პროვოცირებას უწევს დაავადების განვითარებას, თქვა მაიკლ სკინერმა, შესაბამისი კვლევის თანაავტორმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.


ცოტა ხნის წინ, ბიოლოგმა და გენეტიკის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომავლის ადამიანები დაკარგავენ სწორი სიარულის უნარს და ატარებენ სათვალეს მხედველობის დაქვეითების გამო. შემცირებული ფიზიკური აქტივობა გავლენას მოახდენს მათ მეტაბოლიზმზე, რაც გამოიწვევს წონის სერიოზულ პრობლემებს.

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0