საზოგადოებრივი ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი 2022, 9 დეკემბერი, 9:33 ლეგენდის თანახმად, როდესაც ჩინგიზ-ყაენი გარდაიცვალა, მისი ანდერძის თანახმად, იქ უნდა დაეკრძალათ, სადაც მისი ნეშტი ვერავინ იპოვიდა. მისი სურვილის შესასრულებლად, მონებმა და ჯარისკაცებმა ცხედარი უდაბნოს სიღრმეში შეიტანეს. იმისთვის, რომ მონებს სამარხის საიდუმლო არასოდეს გაემჟღავნებინათ, ჯარისკაცებმა ისინი დახოცეს. ხოლო ცხედრები, საერთო საფლავში ჩაყარეს. შემდეგ მათ, კვალის გასაქრობად, მთელი დღის მანძილზე, საფლავზე ცხენებით იჯირითეს. ხოლო, როდესაც ბანაკში დაბრუნდნენ, ისინიც მაშინვე დახოცეს... მშენებლებმა, რომლებსაც ხენტიის პროვინციაში (მონღოლეთი), მდ. ონონის მახლობლად გზა გაჰყავდათ, დიდი ქვის ნაგებობა და საძმო საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ათობით ადამიანის ნეშტი იყო. ადგილზე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი და არქეოლოგები გამოიძახეს, რომელმაც გაარკვია, რომ ეს ადგილი, მე-13 საუკუნის მონღოლური სამეფო სამარხი იყო. სამარხი, საუკუნეების მანძილზე, მდინარის ხეობაში იყო, ვიდრე XVIII საუკუნეში, ონონმა მიმართულება არ შეიცვალა. აღმოჩენილი სამარხის კვლევაში ჩინელი მეცნიერებიც ჩაერთნენ და პეკინის უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა, ადგილობრივმა მეცნიერთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ნაგებობის თავზე, არსებული მრავალრიცხოვანი ჩონჩხები, სავარაუდოდ, იმ მონებს ეკუთვნით, რომლებმაც სამარხი ააშენეს და მოგვიანებით, ამ ადგილის გასაიდუმლოების მიზნით, ისინი დახოცეს. ხოლო, სამარხი ჩინგიზ-ყაენის იყო. ადამიანების გარდა, სამარხში ასევე, 12 ცხენის ჩონჩხიც აღმოაჩინეს, რომელიც დიდ ყაენს საიქიო მოგზაურობაში გააყოლეს. საკმაოდ უხეშ ქვის ნაგებობაში, სულ 68 ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათ შორის, 16 ქალის იყო. გარდა ამისა, აღმოჩენილია ოქროს და ვერცხლის არაერთი არტეფაქტი და ათასამდე ოქროს მონეტა. რაც შეეხება სამარხში აღმოჩენილ ქალების ნეშტებს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალები ყაენის ცოლები და ხარჭები იყვნენ, რომლებიც მხედართმთავარს სამარეში ჩააყოლეს. ერთ სამარხში აღმოჩენილი ამდენი ადამიანის და ცხოველის ნეშტი, ეჭვის საფუძველს აღარ იძლევა – ეს ნამდვილად ჩინგიზ-ყაენის საფლავია და არც იმის გამოცნობა წარმოადგენდა დიდ სირთულეს, თუ რომელი ჩონჩხი ეკუთვნის მონღოლებისთვის გამორჩეულ გმირს, ხოლო სხვებისთვის დიდ დამპყრობელს... სამარხის ცენტრში, მამაკაცის ნეშტი ნახეს, რომელზეც ოქროს მონეტები იყო მობნეული. ასაკი, თარიღი, ადგილმდებარეობა და სამარხის სიმდიდრე, როგორც ჩანს, ადასტურებს, რომ საფლავი ნამდვილად ჩინგიზ-ყაენს არის. ხოლო, აქამდე იმიტომ ვერ იპოვეს, რომ უბრალო ქვის თაღი, რომელიც საუკუნეების მანძილზე, მდინარის ხეობაში იყო, უბრალოდ, ყურადღებას არ იქცევდა. არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მლნ. წლის "პრინცესა" და სარკოფაგი* ძილის დროს, ორგანიზმში "სარემონტო"–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მეცნიერების აღმოჩენა* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?* მსოფლიო ჩემპიონატი 2022 – გულშემატკივრები (30 ფოტო)* გოგონამ საყვარელი თეთრი კნუტი აიყვანა, მაგრამ ის კატა არ აღმოჩნდა* Britain Fashion Awards – 2022: ლამაზმანები ყველაზე პიკანტური სამოსით (20 ფოტო)1942 4-ს მოსწონს
|