x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა თავის შეყვარებულს მეძავთან უღალატა და ციხეში მოხვდა
image

ავსტრალიაში გერმანელმა ტურისტმა სექსის დროს მეძავი დაახრჩო.


გერმანელ ტურისტი, რომელიც ავსტრალიაში მოგზაურობდა თავის შეყვარებულთან ერთად, მეძავის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. ამის შესახებ New York Post-ი იტყობინება.


მკვლელობა ჯერ კიდევ 2020 წელს მოხდა, მაგრამ მამაკაცს განაჩენი მხოლოდ ახლა გამოუტანეს.



27 წლის ტობიას პიკი(Tobias Pick) შეყვარებულთან ერთად ავსტრალიაში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობდა. "საჩუქრების დღეს" (Boxing Day), რომელიც ყოველწლიურად 26 დეკემბერს აღინიშნება, წყვილმა იჩხუბა და ამიტომ გაბრაზებულმა გერმანელმა გადაწყვიტა თავისი თანამგზავრისთვის ეღალატა 49 წლის მეძავთან ჯინგაი ჟანგთან(Jingai Zhang)

image

ტურისტის თქმით, სექსის დროს ჟანგმა სთხოვა „სექსუალური სიამოვნების გაზრდის მიზნით“მისთვის ოდნავ ყელზე მოეჭირა ხელი. თავიდან პიკმა ქალს კისერზე ხელით მოუჭირა, შემდეგ კი კაბით, თუმცა, ძალები ვერ მოზომა და ქალი შემაოკვდა. ამის შემდეგ გერმანელმა მეძავის 1604 დოლარი ნაღდი ფული და მობილური ტელეფონიი მოპარა, რომელიც მოგვიანებით მდინარეში გადააგდო.


განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლემ აღნიშნა, რომ მეძავის სიკვდილის შემდეგ, ტურისტმა თავის საქციელით კიდვე უფრო დაამძიმა დანაშაული, ამასთანავე ურთიერთთანხმობა არ ამართლებს მის ქმედებებს, რომელმაც ქალის სიკვდილი გამოიწვია.


პიკს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღინიშნა, რომ ჟანგს ჰყავდა ქმარი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას საქმიანობდა მისი ცოლი.


imageფოტოზე: ჯინგაი ჟანგი ქმართან, დავით სიმონსთან ერთად

0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0