x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გოგონამ საყვარელი თეთრი კნუტი აიყვანა, მაგრამ ის კატა არ აღმოჩნდა
image


სუფთა ჯიშის კნუტის ან ლეკვის შეძენისას, ადვილად შეიძლება მოვტყუვდეთ, რადგან პატარა ცხოველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ქუჩაში ნაპოვნ ცხოველზე კი, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აქ, შეიძლება, ნებისმიერი სიურპრიზის გადავაწყდეთ... ისე, მაგ., როგორც კოლუმბიელი გოგონა, რომელმაც ქუჩიდან, თეთრი, ცისფერთვალება კნუტი აიყვანა.


image


ეს ქ. ამალფის მახლობლად მდებარე სოფელში (კოლუმბიური ანდები) მოხდა. გოგონა სასეირნოდ იყო და მოულოდნელად, პატარა კნუტი იპოვა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ცხოველს დახმარება ესაჭიროებოდა. ამიტომ, ბევრი არ უფიქრია და მაშინვე თან წაიყვანა.

რადგან პატარა არსება ძალიან სუსტი იყო, გოგონამ კონსულტაციის გავლა, ვეტერინართან გადაწყვიტა... და სწორედ აქ ელოდა მას დიდი სიურპრიზი...


image


მის მიერ აყვანილი კნუტი, პუმა–იაგუარუნდი (Puma yagouaroundi) აღმოჩნდა. საერთოდ, თეთრი ფერი ამ ცხოველებისთვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ, ეს კნუტი, იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ის ალბინოსი იყო.

რომ არა ვეტერინარი, გოგონა კარგა ხანს ვერ მიხვდებოდა, რომ მის მიერ ნაპოვნი კნუტი — გარეული ცხოველი იყო. მიზეზი კი ის არის, რომ იაგუარუნდი სახლის კატაზე ოდნავ დიდია. მაგრამ ხასიათით, სულაც არ არის მოსიყვარულე. ამიტომ, ცნობილი არ არის, თუ როგორ მოიქცეოდა ცხოველი ახალ პატრონთან.


image


პატარა თეთრი პუმა სულ 440 გრ. იწონიდა. ის ნაკრძალში მოათავსეს და მის მოსავლელად, სპეციალური პირობები შექმნეს. ექიმებს ეჭვი ეპარებოდათ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგრამ, საბედნიეროდ, ის უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და როდესაც კნუტს 5 თვე შეუსრულდა, წონაში მატება უფრო სწრაფად დაიწყო და თავისი ჯიშის წარმომადგენლებს, მასით, დაეწია და გადაასწრო კიდეც.


image


ახლა კოლუმბიაში ჰყავთ თეთრი პუმა და ის ისევ მედელინის ნაკრძალში ცხოვრობს, რადგან მისი, ჯიშისთვის არადამახასიათებელი ფერი და ცისფერი თვალები, მეტად მგრძნობიარეა მზის სინათლის მიმართ, არ აძლევს მას ველურ ბუნებაში გადარჩენის შანსს.



image


მზის აქტიური სხივები აზიანებს ცხოველის კანს და თვალებს. ამიტომ, უნიკალური პუმისთვის, სპეციალური ვოლიერი ააშენეს, რათა მან თავი, კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მლნ. წლის "პრინცესა" და სარკოფაგი

* ძილის დროს, ორგანიზმში "სარემონტო"–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მეცნიერების აღმოჩენა

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?

* რატომ არ უყვარდა მაიკლ ჯექსონს სარკე და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად?

* "გაბერილი" ერბოკვერცხი – 4 ულუფა – 1 კვერცხით



0
1031
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0