x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კლეოპატრას ტრაგიკული ისტორია: რამ დაღუპა ეგვიპტის ულამაზესი დედოფალი

image


ეგვიპტის დედოფლის ფენომენი ადამიანთა გონებას დღემდე აღელვებს. შორეულ წარსულში მცხოვრები ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან კაცობრიობას სიმშვიდეს ჯერ კიდევ უკარგავს. განათლებული, შვიდ ენაზე მოსაუბრე, არაერთი ფილოსოფიური ნაშრომის ავტორი, რომელმაც ასევე თანამედროვე კოსმეტოლოგიასაც ჩაუყარა საფუძველი, დღემდე რჩება ისტორიში ყველაზე იდუმალებით მოცულ ქალად. კლეოპატრა არ გახლდათ ლამაზი - ამას მოჭრილ უძველესს მონეტაზე მისი გამოსახულებაც მოწმობს, თუმცა მისი საოცარი სენსუალურობისა და ჰიპნოზური ხიბლის შესახებ ეგვიპტის ფარგლებს გარეთაც კი იყო ცნობილი.

image


დედოფლის პიროვნებით აღფრთოვანებულ ცნობილ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს პლუტარქეს, არაერთხელ გამოუხატავს მისდამი აღტაცება: "ამ ქალის სილამაზეს შეუდარებელს ვერ ვუწოდებთ, რომელიც პირველი შეხედვისთანავე აღგაფრთოვანებს, თუმცა მეორეს მხრივ, მისი მიმართვის ფორმა საოცარი მომხიბვლელობით გამოირჩეოდა რაც მის გარეგნობასთან, საჯარო გამოსვლების იშვიათ დამაჯერებლობასთან და ხიბლთან იყო შერწყმული, რაც ყოველ მის სიტყვაში, მოძრაობაში იგრძნობოდა და ღრმად აღწევდა თანამოსაუბრის სულში".


image


ამასთან, ის გახლდათ საკმაოდ სასტიკი და ცბიერი: მის გონებაში მტრების განადგურების არაერთი გეგმა არსებობდა, რომლებიც მას ქვეყნის დამოუკიდებლად მართვაში ხელს უშლიდნენ. იმდროინდელი წეს-ჩვეულებები კლეოპატრას თავის პირობებს კარნახობდა: ტახტის შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით იყო შესაძლებელი. მისი მმართველობის პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო ნათესავების უცნაური სიკვდილი, რომლებიც მისი ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, ასევე ღალატში ეჭვმიტანილი კარისკაცებიც საეჭვო ვითარებაში უკვალოდ ქრებოდნენ. კლეოპატრა თავის გადაწყვეტილებებში უმოწყალო და დაუნდობელი იყო. ძალაუფლების საოცარი წყურვილი, რომელიც წარმოუდგენელ სისასტიკესა და ცბიერებას ერწყმოდა მას პირდაპირ შინაგანად წვავდა. შესაძლოა, ეს იყო პირველი მიზეზი, რომელმაც კლეოპატრას მომავალზე დამღუპველი გავლენა იქონია. შურისძიების გრძნობით აღვსილნი მისი მოსისხლე მტრები შესაფერის მომენტს ელოდნენ მისთვის სასიკვდილო დარტყმის მისაყენებლად.


image


მუდმივი ეჭვი და დაძაბულობა, რა თქმა უნდა, კლეოპატრაზეც აისახებოდა. გარდა ამისა, მას ეშინოდა არა მხოლოდ ტახტის დაკარგვის, არამედ როგორც დედასა და ეგვიპტის დედოფალს საკუთარი შვილების ბედიც აშფოთებდა, რომლებსაც თუ რამე მოხდებოდა, იცოდა რომ არ დაინდობდნენ. კლეოპატრას თანდაყოლილმა სიამაყემ, რომელიც უფრო საკუთარი თავის თაყვანისცემას ჰგავდა, ერთ დღესაც მის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშა. საუბარია კლეოპატრასა და რომაელი სარდლის მარკუს ანტონიუსის ვნებიან და მშფოთვარე სიყვარულზე. მათ თითქოს დროის შეგრძნება დაკარგეს, გამუდმებით ერთმანეთის გვერდით მყოფებმა სახელმწიფო საქმეები სრულიად დაივიწყეს.


image


კლეოპატრას სიყვარული იმდენად თავდაუზოგავი, თავგანწირული და ვნებიანი იყო რომ კაცები მის ნებას დამორჩილებულნი თვითმყოფადობას კარგავდნენ, შედეგად კი ცნობილი რომაელი მამაკაცები საბედისწერო შეცდომებს უშვებდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითი იმპერატორი იულიუს კეისარია. კლეოპატრას მიმართ მისმა გიჟურმა სიყვარულმა, რომელიც მას მტრებთან გამკლავებაში დაეხმრა, მაღალი თანამდებობის დიდგვაროვნები სასტიკად გააბოროტა. ბევრმა მათგანმა ეგვიპტის დედოფალში რომის ტახტის პრეტენდენტი დაინახა.


image


შეთქმულების შედეგად კეისარი მოკლეს, კლეოპატრამ კი საყვარელი და ძლიერი მფარველი დაკარგა. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც კლეოპატრას ტრაგედიის დასაწყისად იქცა. ვერც ერთმა ცნობილმა მამაკაცმა საყვარელ ქალთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანს - მისთვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წართმევას ვერ მიაღწია.


image


კლეოპატრას მთელი ხანმოკლე ცხოვრება ხან ცხელი ლავის მფრქვევლ ვულკანს, ხანაც შეუბრალებელ ქარიშხალს ჰგავდა, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ერთიანად ანადგურებდა. ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში როგორც ლეგენდარული ქალი, რომლის შვილებისადმი ნაზი სიყვარული და საყვარელი მამაკაცებისა და სამყაროს მართვის დაუოკებელი ვნება მომავალში კიდევ არაერთ თობას აღაფრთოვანებს.




0
553
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
553