x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ებრაელ ქალს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფობიის დიაგნოზი დაუსვეს
image

ექსპერტებმა 21 წლის ებრაელ გოგონას უკიდურესად იშვიათი ფობიის დიაგნოზი დაუსვეს. ოდაია კოენს ეშინია... საკუთარი ჭიპის.


- ჭიპის მეშინოდა რაც თავი მახსოვს.-აღიარებს გოგონა- და ეს ზიზღნარევი შიშია. დაახლოებით იგივეა, რაც გარკვეული გამოცდილება თაგვებთან ან ტარაკნებთან. მაგრამ მხოლოდ ტარაკნების მოშორება შეიძლება, მაგრამ ჭიპის არ შეიძლება.


კოენს ეშინია პლაჟზე და აუზზე წასვლა. შხაპის მიღებისას საკუთარ მუცელს არ ეკარება და არც უყურებს.



ჯერ კიდევ ბავშვობაში ოდაიამ მშობლებს უამბო თავისი შიშის შესახებ, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს.. რაც უფრო ასაკში შედიოდა გოგონა, ჭიპის შიში მით უფრო მეტად ხელს უშლიდა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ერთხელ, როდესაც ინტერნეტის საძიებო სისტემაში აკრიფა "ჭიპის შიში", მან აღმოაჩინა, რომ ეს სულაც არ იყო ახირება, არამედ იშვიათი ფობია, რომელსაც "ომფალოფობია" ჰქვია.


ფსიქოლოგებმა ოდაიას მკურნალობის კურსი შესთავაზეს. მაგრამ ეს მას ძალზე ხანგრძლივი მოეჩვენა. როგორც ზოგიერთი სხვა შიშის შემთხვევაში, შეგიძლიათ სცადოთ ომფალოფობიისგან თავის დაღწევა ან რეგულარული მედიტაციით, ან თანდათანობითი კონტაქტით იმ ფაქტორთან, რომელიც იწვევს შიშს. ამიტომ კოენმა გადაწყვიტა იცხოვროს იმით, რომ ცდილობს ჭიპს ზედმეტი ყურადღება არ მიაქციოს.


ის გათხოვდა კიდეც და მის რჩეულს ყველაფერი სწორად ესმის : ქმარს, თუ მუცელი მოექავა, სხვა ოთახში გადის და ახლახან დაბადებული ბავშვის დაბანის პასუხისმგებლობაც მან აიღო.


ჟურნალისტებმა კოენის იშვიათი ფობიის შესახებ შეიტყვეს მას შემდეგ, რაც იგი დათანხმდა ამის შესახებ მეგობრისთვის, მედიცინის ინსტიტუტის სტუდენტისთვის მოეთხრო, რომელიც დისერტაციას წერდა შიშებზე.



ფობიის აქადე ცნობილი 200-ზე მეტი სახეობა არსებობს, როგორც საყოველთაოდ გავრცელებული, მაგ:კლაუსტროფობია(დახურული სივრცის შიში), აეროფობია(ფრენის შიში),

აკროფობია(სიმაღლის შიში)დენტოფობია(კბილის ექიმის შიში) ასევე ისეთი იშვიათი ფობიები როგორიცაა მაგალითად ალიუმფობია(ნივრის შიში)ბიბლიოფობია(წიგნების შიში) ოქტოფობია(რიცხვი 8-იანის შიში) და სხვა.



0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0