სხვა
12 ფაქტი ციური იმპერიის შესახებ, რომლის წაკითხვის შემდეგ გონზე მოსასვლელად კიდევ დიდი ხანი დაგჭირდებათ!
2022, 5 დეკემბერი, 12:02
თითოეულ ერს გააჩნია საკუთარი ტრადიციები და ცხოვრებისეული პოზიცია, და ამის მიღება ყველას უნდა შეგვეძლოს, თუმცა ქვემოთ წარმოდგენილი 12 ფაქტი ციური იმპერიის შესახებ იმდენად არ ჯდება სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენასა და შეხედულებაში რომ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გონზე მოსასვლელად კიდევ დიდი დრო დაგჭირდებათ.
1. ჩინეთში საკვებ ჩხირებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად 20 მილიონი ხე იჭრება.
ჩინელები წელიწადში დაახლოებით 80 მილიარდ ერთჯერად ხის ჩხირებს იყენებენ, თუ ამ ჩხირებს პეკინის ტიანანმენის მოედანზე განალაგებთ (რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოედანი გახლავთ), ისინი მას 360-ჯერ დაფარავენ!
2. ჩინეთში მდიდარ და გავლენიან მსჯავრდებულებს შეუძლიათ საკუთარი "ორეულის" დაქირავება, რომელიც ვადას ციხეში მათ ნაცვლად მოიხდის.
3. გუანდონის პროვინციაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 კატას ჭამენ.
ამ კატებს საშინელ პირობებში ინახავენ, ხოლო მომზადებისას მათ ჯერ ტყავს აძრობენ, შემდეგ კი ცოცხლად ხარშავენ.
4. ჩინეთში გარეულ ცხოველების მსგავსად ძაღლების მოხატვის მოდა სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
ჩინელები ყველაზე ხშირად თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ან პანდებად ან ვეფხვებად აქცევენ.
5. ჩინელების უმეტესობას ყველი სძულს და მას ბარბაროსულად მიიჩნევს.
ჩინელებს საერთოდ არ უყვართ რძის პროდუქტები. მათ შედარებით გვიან დაიწყეს მათი გამოყენება, მაგრამ ყველი ჯერჯერობით მაინც ვერ იქცა მათი მენიუს განუყოფელ ნაწილად, ალბათ, მისი სპეციფიკური სუნის გამო.
6. ჩინეთში 35 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ გამოქვაბულებში ცხოვრობს.
ჩინურად ასეთ ბინა - გამოქვაბულს "იაოდონგს" უწოდებენ და იქ სრულიად კომფორტულად არის ცხოვრება შესაძლებელი: ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების გაყვანა.
7. ციურ იმპერიაში არის სექტა, რომლის წევრებსაც სჯერათ, რომ იესო ჩინელი ქალის სხეულშია განსხეულებული, რომელსაც ისინი "ელვა დენგს" უწოდებენ.
სექტას "ღმერთის ყოვლისშემძლე ეკლესია" ეწოდება და ის დესტრუქციულ კულტად ითვლება.
8. 27 წელზე მეტი ასაკის გაუთხოვარ ჩინელ ქალებს "შენგ-ნუს" უწოდებენ, რაც "ნარჩენს, ნასუფრალს" ნიშნავს.
9. ჩინეთში ძალიან მკაცრი სამხედრო წვრთნები მოქმედებს.
ასე მაგალითად, აღლუმისთვის მზადების დროს, სამხედროებმა სხეულის იდეალური მდგომარეობა დიდი ხნით რომ შეინარჩუნონ, მათ საყელოებზე ნემსებს, ზურგზე კი - ჯვრებს უმაგრებენ.
10. მსოფლიოში ყველაზე დიდი საცობი ჩინეთში დაფიქსირდა. ის არც მეტი, არც ნაკლები 12 დღე გრძელდებოდა და თითქმის 100 კმ-ზე იყო გადაჭიმული.
საცობი პეკინის მიმდებარედ 2010 წელს დაფიქსირდა.
11. პეკინის ჰაერის შესუნთქვა - იგივეა რაც დღეში 21 სიგარეტის მოწევა.
12. ციურ იმპერიაში ზოგიერთი ჩინური კვების მრეწველობის კომპანია იმაზე დაიჭირეს რომ ისინი ტოფუს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ზეთისგან ამზადებდნენ, ხოლო ხორცს - თხის შარდში ამარინადებდნენ.