სიახლეები "პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში, რატომ და როგორ, დეტალები იხილეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე 2022, 3 დეკემბერი, 16:59 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე მისი "ფეისბუქ" გვერდის მეშვეობით ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც აქცენტს აკეთებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, წონასთან, მის კავშირს კოვიდ 19თან და სხვა. მისი თქმით, "ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. "ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ, რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ, - ჭარბწონიანები. გოგოებო, ყველამ დავიწყოთ წონაში კლება. ამოიღეთ ორი რამ: შაქარი და პური. სხვა, რაც გინდათ ჭამეთ. საშინელი დიეტები და რაღაცები არ გინდათ, მარტივი, მშვიდი და ამოიღეთ შაქარი. ეცადეთ ბევრი საკვები არ ჭამოთ ერთდროულად. ძილისწინ არ უნდა ჭამოთ. იარეთ.. ორმოცი წუთი რომ იაროთ საუკეთესო საშუალებაა, დაეხმარება თქვენს ორგანიზმს. ამას ხომ ფული არ უნდა?! შაქარი ამოიღეთ საერთოდ. ბავშვებსაც ნუ აჭმევთ მას"- აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე. იხილეთ ვიდეო მეტი დეტალებისთვის: https://www.facebook.com/pkhakadze/videos/1498852030636693 256 1-ს მოსწონს
|