x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უკვე 30 წელი უშენოდ... სულ მინდა დავაჟკაცებული წარმოგიდგინო..მეტს აღარ მოგწერ" - დავით თევზაძე
imageთავდაცვის ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში და საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, დავით თევზაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით:


„უკვე 30 წელი უშენოდ... სულ მინდა დავაჟკაცებული წარმოგიდგინო... ვეღარ ვახერხებ... მეტს აღარ მოგწერ ... მოთმინებით დაველოდები, როდის ინებებს უფალი, რომ ხელახლა შევხვდეთ...“, - წერს დავით თევზაძე.



შეგახსენებთ, რომ დავით თევზაძის ვაჟი2 წლის გიორგი 1993 წლის 3 დეკემბერს ბრმა ტყვიამ შეიწირა, თავად დავით თევზაძე ასე იხსენებს ამ საბედისწერო დღეს:




"აგვისტოს დასაწყისი, 1993. ამ დღეს, როდესაც სურათია გადაღებული, როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების მწვერვალზე ვყოფილვარ. ხელში გიორგი მყავდა, ორი წლის, რომელიც პირველად მეჭირა იმ წელს. ახალი დაზავებულები ვიყავით აფხაზებთან და მშვიდობაც ისე ახლო ჩანდა, რომ ფორმა გავიხადე.


მერე, სულ მალე, დაიწყება დაპირისპირება ცხენის წყალთან, შტურმი სოხუმზე, გრძელი, ძალიან გრძელი გზა შინისაკენ, უღელტეხილები, ხევები, ტყეები, მიტოვებული და გადამწვარი სახლები... საკუთარ სახლს ნოემბრის 28-ში მივაგნებ მხოლოდ. 3 დეკემბერს კი უცაბედად ნასროლი ტყვია წამართმევს გიორგის.


თუმცა მაშინ, 93-ის აგვისტოში, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და ბედნიერზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ზეგ, 2014 წლის 3 დეკემბერს 21 წელი შესრულდება, რაც გიორგი მენატრება ასაყვანად და მიუხედავად სიხარულებისა, რომელიც მერეც მქონია, ვიცი რომ ბედნიერების იმ ერთი წამისათვის მიცხოვრია, როდესაც მე და გიორგი სურათს ვიღებდით 1993-ში."


დავით თევზაძეს ექვი შვილი ყავს, აღსანიშნავია, რომ ყოფილი მინისტრის ქალიშვილი ქეთი თევზაძე, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი სამ­ხედ­როა, რო­მელ­მაც 2004 წელს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­ჯრის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სკო­ლის "კო­მან­დოს" და სა­პა­რა­შუ­ტო მომ­ზა­დე­ბის კურ­სი გა­ი­ა­რა. ჯერ ერაყ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით, შემ­დეგ კი, თა­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, სამ­ხედ­რო და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომის დროს.

2
1037
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1037
  
2022, 20 დეკემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2