x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
"რუსეთმა გახსნა ცეცხლი და თუ წამოეგები, მერე შენც ხარ ცეცხლი."

მოგეხსენებათ ინტერნეტში გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელიც ბადრი პატარკაციშვილსა და ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს უკავშირდება. შემოგთავაზებთ ბადრი პატარკაციშვილისა და გიგი უგულავას საუბარს

"მე მესენჯერის ფუნქციას ვასრულებ, "ობში" პოზიციას გამოვხატავ. ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ წყალგამოყოფი ხაზები ივლება. განსაკუთრებით იკვეთებაპრორუსების აქტივობები. როცა წყალგამოყოფი ხაზები ივლება, მერე იქეთაც და
აქეთაც ვეღარ იქნები, მერე ან იქეთ ხარ ან აქეთ. თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ დაშორდება ჩვენი პოზიციები", - ეს გახლავთ მიზეზი თუ რატომ ესტუმრა გიგი უგულავა ბადრი პატარკაციშვილს.


"ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც გააკეთებდა ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. ის, რომ თქვენ ასე ფიქრობთ, ჩემთვისაბსოლუტურად განმსაზღვრელია. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ რაღაცეების უკან დგას, მაშინ სულ ცოტა ვალდებულება მაქვს იმისა, რომ დაგანახოთ, როგორი ადამიანი ვარ მე. ყველაფერში, თუკი რამე შეიძლებოდა, დამჩაგრეს და გადამაგდეს. თქვენი მესიჯი აბსოლუტურად გასაგებია და მე რა ადამიანი ვარ, როგორ ვარ გახსნილი და საზოგადოების ან თქვენთვის რას ვაკეთებ, ამას აბსოლუტურად გამოვიტან და დავალაგებ. მე ერთი შემიძლია გითხრათ, არასოდეს ჩემი მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯი არ ყოფილა. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება არაადეკვატური და მეტიც, არასწორია, მაშინ არანაირი პრობლემა არაა, მე გამოვალ და ჩემს სწორ პოზიციას დავაფიქსირებ. მე მიმაჩნდა, რომ ჩემი სწორი პოზიცია გაახარებდა მტრებს და 9 თვე ამიტომ საერთოდ გავერიდე ყველაფერს და ვიყავი ჩუმად", -
განაცხადა პატარკაციშვილმა.


0
40
4-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0