კინო ვერასდროს გამოიცნობთ, რომელ მსახიობს უნდა ეთამაშა ვივიენი "ლამაზმანში" ჯულია რობერტსის ნაცვლად 2022, 2 დეკემბერი, 10:51 ცოტამ თუ იცის, რომ რომანტიკულ კომედიაში "ლამაზმანი" - მეძავის როლი სხვა მსახიობს უნდა ეთამაშა. კინოისტორიაში ყველაზე მაღალ შემოსავლიან ნამუშევრად აღიარებული, რეჟისორ გარი მარშალის მელოდრამა გამოსვლისთანავე საკულტო ფილმად იქცა. 1990 წლის რომანტიკული კომედია ფინანსური მაგნატის, ედვარდ ლუისისა და ჰოლივუდელი მეძავის, ვივიენის საბედისწერო შეხვედრასა და მათ სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. 21 წლის ჯულია რობერტსისთვის ეს ნამუშევარი საეტაპოდ იქცა და ეკრანებზე გამოსვლისთანავე ის მთელ მსოფლიოში მეგა პოპულარულ მსახიობად აქცია, რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობდა.თუმცა ფილმი შექმნის პროცესში ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდა: ბევრს უბრალოდ არ სურდა მეძავისა და ოლიგარქის სიყვარულის ისტორიაში ჩართვა. ასე, მაგალითად, ქალის მთავარი როლის შემსრულებლის ძებნას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა.როლი თავდაპირველად ინგლისელი მსახიობისთვის, სარა ჯესიკა პარკერისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ყველასთვის საყვარელი სერიალის ვარსკვლავმა ვივიენის როლზე უარი განაცხადა. მას არ სურდა შემდგომში მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ასოცირება.ზოგი იტყვის, რომ ამ როლისთვის - ხვეულთმიანი, მინიატურული, ანცი - სარა ჯესიკა შესანიშნავი იქნებოდა, ზოგიერთი კი ჩათვლის, რომ პარკერს შეუძლებელია ლამაზმანი ეწოდოს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, თუმცა როგორც სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" გვახსოვს, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ეს განსკუთრებული ხიბლი, ასევე ცნობილია, რომ ვივიენის როლი მიშელ პფაიფერსაც შესთავაზეს, თუმცა აღნიშნულ როლზე მანაც იმავე მიზეზით თქვა უარი. ახლა კი ორივე მათგანი თავიანთ არჩევანს ნანობს!675 შეფასება არ არის |