მუსიკა რატომ არ უყვარდა მაიკლ ჯექსონს სარკე და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად? 2022, 4 დეკემბერი, 17:25 მუსიკოსის გარდაცვალებიდან, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად და პოპ–მუსიკის მეფედ იქცა, 10 წელზე მეტი გავიდა. მის წასვლას იმაზე ნაკლები მღელვარება არ გამოუწვევია, ვიდრე მომღერლის შემოქმედებას და ცხოვრებას – მასზე ლოცულობდნენ, მისი შურდათ, ვერ იტანდნენ... მაგრამ, არავის აინტერესებდა, თავად ის რას განიცდიდა და არც იმით დაინტერესებულა ვინმე, თუ რა ფობიებთან უწევდა გამკლავება. მაგ., მაიკლს არ უყვარდა სარკეები იმის გამო, რომ მათში იმ კვალს ხედავდა, რასაც მის სახეზე განვლილი წლები ტოვებდნენ. მას არ უნდოდა დაბერება. და არც დაბერდა! «მე მინდა მუდმივად ახალგაზრდა და ენერგიული ვიყო…» – ამბობდა პოპის მეფე. ხოლო, სარკეში საკუთარი ანარეკლის შიში, მას ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს გაუჩნდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, იცოდნენ რა, მისი ფობიის შესახებ, სარკეებს ყოველთვის ქსოვილს აფარებდნენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომღერალი საკუთარ ანარეკლს შემთხვევით დაინახავდა, მაშინვე გარეგნობაში ნაკლის ძებნას იწყებდა. დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანი მეტისმეტად ნერვიულობს გარეგნობაში აღმოჩენილი უმნიშვნელო ნაკლის გამოც კი, დისმორფოფობია (ბერძ. δυσμορφήφόβος) ჰქვია. ასეთი ფსიქიკური გადახრების დროს, ის ყოველთვის ცდილობს, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს. ასე, რომ, სწორედ ეს დაავადება იყო, მუსიკოსის ხშირი პლასტიკური ოპერაციების მიზეზი, რამაც საბოლოოდ, მის გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად მაიკლს სიბერის ეშინოდა. მას, ახლობლების წრეში, არაერთხელ უღიარებია, რომ ურჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე დაუძლურებულ მოხუცად იქცეს: «მე მინდა ყოველთვის ენერგიული და ახალგაზრდა ვიყო! მე ძალებით უნდა ვიყო სავსე, რომ ჩემი საყვარელი თამაში – დამალობანა, ვითამაშო» – თქვა მომღერალმა 43 წლის ასაკში. მაიკლ ჯექსონმა სცენაზე გრანდიოზული დაბრუნება დაგეგმა და ამისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა! მაგრამ, მის ოცნებას ახდენა არ ეწერა, – 2009 წლის 25 ივნისს, პოპის მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა... არხის სხვა სიახლეები:* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?* რატომ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სამშობლოდან და როგორ ცხოვრობდა ემიგრაციაში* უძილობის მიზეზით გამოწვეული ქრონიკული და მომაკვდინებელი დაავადებები* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით* წყვილმა 2 სართულიანი ავტობუსი შეიძინა და ოცნების სახლად გადააქცია* ვინ იყო პირველი მეცნიერი კაცობრიობის ისტორიაში?* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?409 1-ს მოსწონს
|