საზოგადოება
"ახია ჩვენზე გამდიდრებული მონსტრები რომ კვლავაც გვმოძღვრავენ!"- ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა
2022, 1 დეკემბერი, 23:26
"ახია ჩვენზე გამდიდრებული, გაზულუქებული ეპიდ.მონსტრები რომ კვლავაც გვმოძღვრავენ!"- ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, სადაც გავრცელებულ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით ე.წ. "მუშკეტერების" "მალინიანი ჩაით" მკურნალობის მეთოდებს აკრიტიკებს და წერს:
"ბიზნესი გაგვიჩერეს, ეკონომიკურად და მორალურად დედა გვიტირეს, გაურკვეველი "ჟიჟათი" აგვცრეს, სახლებში გამოგვკეტეს, მშობლები და შვილები დაგვაშორეს, პირბადეებში, ხსნარებში და ხელთათმანებში ფული გვაყრევინეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე ფილტვები გვიხეთქეს, გარდაცვლილები შავ პარკებში ჩაასვენეს და არ გვატირეს, ეს სიაფანდი სატურაცია წამში ერთხელ გვიზომეს და საწოლ ფონდებზე გაგვაგორეს. ბოლოს დაგვემუქრნენ ყველა მოკვდებითო...
ახლა უარესი გრიპებია და იგივე ეპიდემიოლოგები გამოდიან და მალიანიანი ჩაი დალიეთო!!!!
P.S. რომ არა ღარიბაშვილი კიდევ დიდხანს ვიჯდებოდით კლიტე დადებულები....
ახია ჩვენზე გამდიდრებული, გაზულუქებული ეპიდ.მონსტრები რომ კვლავაც გვმოძღვრავენ!"- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.