სხვა მათ სამყარო გააფუჭეს: ვინ გამოიგონა სელფი, მაიონეზი და დოლარის კურსი, ის რაც აქამდე არ იცოდით! 2022, 1 დეკემბერი, 23:05
გახსოვთ, როგორ უვლიდნენ და რეცხავდნენ პოლიეთილენის პარკებს სსრკ-ში? დღეს, ზედ პერანგებს ვიხევთ პოლიეთილენის გროვის ქვეშ მოკვდავი სელაპების შემხედვარე... და პირველი სოლარიუმის რიგები თუ გახსოვთ? დღესდღეობით, ხომ მხოლოდ ყველაზე ზარმაცმა არ იცის, როგორ შეიძლება ხელოვნურმა გარუჯვამ ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ვინ არიან - ადამიანები, რომლებმაც "დაგვასაჩუქრეს" გამოგონებებით, რომლებმაც საბოლოოდ, სამყარო გააფუჭეს? დღეს, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ. მაშ ასე...
მესენჯერი
ვინ მოიფიქრა: არიკ ვარდიმ, იაირ გოლდფინგერმა, სეფი ვიგისერმა და ამნონ ამირმა
როდის: 1996 წლის 15 ნოემბერს
თელ-ავივის საშუალო სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული თანამედროვე მესინჯერის პირველი პროტოტიპი - ICQ-ის ინტერნეტ პეიჯერი, რომელიც ელ.ფოსტის ალტერნატივად იქცა, კომუნიკაციის შესაძლებლობის გარდა, ასევე საუბრის ისტორიის ნახვის ფანქციითაც იყო აღჭურვილი. სწორედ მათ დაარსეს კომპანია "Mirabilis"-ი და თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს, რომელიც მაშინვე იქცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, რადგან სრულიად უფასო იყო.
ICQ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მესენჯერად ითვლებოდა, სანამ უფრო მოსახერხებელი ანალოგები არ გაჩნდა. კონკურენტების მიუხედავად 2014 წლის ბოლოს სისტემას მსოფლიოში მაინც 11 მილიონი ადამიანი იყენებდა. მართალია, ახლა ეს მაჩვენებლები 2009 წელს გამოშვებულ "WhatsApp"-ის მესენჯერის მომხმარებელთა მილიარდიანი აუდიტორიის გვერდით უბრალოდ ფერმკრთალდება. ზიანი: მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგები თანამედროვე სერვისებს სწორედ იმაში ადანაშაულებენ რომ მათი "დახმარებით" ადამიანები რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციას გადაეჩვივნენ. გარდა ამისა, მესენჯერები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყოველგვარი გაწითლების გარეშე იცრუოს, ამას ხომ ისედაც ვერავინ შეამჩნევს, ასე არ არის? ბრიტანელი მეცნიერების ბოლო კვლევების თანახმად, ონლაინ სერვისების მომხმარებელთა ნახევარზე მეტი კომუნიკაციისას ინფორმაციას ამახინჯებს და ღიად იტყუება.
მაიონეზი
ვინ მოიფიქრა: იდეა ჰერცოგ რიშელიეს ეკუთვნის, თუმცა მის გამოგონებას ფრთები ფრანგმა მზარეულმა შეასხა, რომლის სახელიც ისტორიისთვის სამუდამოდ დაიკარგა.
როდის: 1757 წელს.
მაიონეზის შექმნის შესახებ ყველა ლეგენდა სათავეს მე-18 საუკუნიდან იღებს. 1757 წელს ესპანეთის ბალეარის კუნძულებზე მდებარე ქალაქი მაონი ფრანგებმა ჰერცოგ დე რიშელიეს ხელმძღვანელობით აიღეს. მალე მაონს თავს ბრიტანელები დაესხნენ და სასტიკი დაპირისპირებაც დაიწყო. ფრანგები ჩაკეტილები აღმოჩნდნენ და საკვების შესაძენად ვერ გამოდიოდნენ. მწირი, ერთფეროვანი მენიუ კი ჯარისკაცებს მალევე მობეზრდათ, რიშელიეს ბრძანებით გარნიზონის მზარეულს საკვების გასამრავლფეროვნებლად სოუსის მოფიქრება დაევალა.
უხვად იყო მხოლოდ - მარილი, შაქარი, ზეითუნის ზეთი და ინდაურის კვერცხი. საზრიანმა შეფ-მზარეულმა კვერცხის გულები შაქართან და მარილთნ ერთად კარგად გათქვიფა და ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი დაამატა. ლეგენდის თანახმად, ასე გაჩნდა უსახელო მზარეულის წყალობით ბევრისთვის საყვარელი - მაიონეზი. მე-19 საუკუნის დასაწყისში ის ოლივიეს ოჯახის მზარეულმა, სოუსისთვის მდოგვის და რამდენიმე საიდუმლო სანელებლის დამატებით კიდევ უფრო გაათანამედროვა, რომლის წყალობითაც პიკანტური პროვანსალიც გამოვიდა. ზიანი: მაიონეზის ორი მთავარი ინგრედიენტი - მცენარეული ზეთი და კვერცხის გულია, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმსა (100 გრამი ზეთი - 900 კილოკალორია) და ქოლესტერინს შეიცავენ. სწორედ ამიტომ ითვლება ეს პროდუქტი სიმსუქნის მიზეზად, მაგრამ მისი სისტემატურად მიღებისას ჭარბი წონა მარტო არ მოდის, მასთან ერთად იზრდება სისხლში შაქრის დონეც, ნადგურდება სისხლძარღვების კედლები და ჩნდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, ხოლო ათეროსკლეროზი თავადაც მოგეხსენებათ რომ - ინფარქტებისა და ინსულტის მიზეზია. აი, თქვენი საყვარელი სოუსიც!
პოლიეთილენის პარკი
ვინ გამოიგონა: პოლიეთილენის გამომგონებლად გერმანელი ინჟინერი ჰანს ფონ პეხმანი ითვლება.
როდის: 1899 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანს ფონ პეხმანმა პოლიეთილენი 1899 წელს აღმოაჩინა, მისი ნამდვილი "მღელვარე" ცხოვრება მხოლოდ 1933 წელს, ინჟინრების ერიკ ფოსეტისა და რეჯინალდ გიბსონის წყალობით დაიწყო. სწორედ მათ გადაწყვიტეს პოლიეთილენის სატელეფონო კაბელის წარმოებაში გამოყენება, ხოლო 17 წლის შემდეგ მასალა უკვე კვების მრეწველობაშიც მოხვდა და შესაფუთ საშუალებად იქცა, ხოლო პირველი ასეთი პარკი აშშ-ში 1957 წელს დამზადდა.
1973 წლისთვის დასავლეთ ევროპაში პარკების წარმოებამ 11, 5 მილიონი ცალი შეადგინა. სახელურიანი ჩანთები, სავაჭრო ცენტრებში უკვე აქტიურ მოხმარებაში 1982 წლიდან გამოჩნდა. ზიანი: პოლიეთილენი ფაქტიურად დედამიწას ქიმიურ გარსში აბეტონებს, რის გამოც ყველა ცხოველი, ფრინველი თუ წყლის ბინადარი იტანჯება. მის გამო ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი ზღვის ფრინველი და დაახლოებით 100 000 ცხოველი იღუპება. პლასტმასის გადამუშავება უკიდურესად რთულია, ხოლო მისი დაწვისას ჰაერში მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობა გამოიყოფა.
პლასტმასა პრაქტიკულად უკვდავია. სუპერმარკეტიდან ერთი პარკის დაშლას შეიძლება 400 წელზე მეტი დასჭირდეს! ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა სინგაპური და ტაივანი, ამას მარტივი, მაგრამ ეფექტური გზით ებრძვიან: 2003 წლიდან იქ პოლიეთილენის პარკების გამოყენება სრულიად აკრძალულია.
სიგარეტი
ვინ გამოიგონა: ინდიელებმა, ხოლო ევროპაში თამბაქო კოლუმბმა შეიტანა.
როდის: ინდიელებმა თამბაქოს როგორც მოსაწევი ნარევის გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1000 წლის წინ დაიწყეს, 1492 წელს კოლუმბის ექსპედიციამ ის პირველად გასინჯა. თამბაქოს ისტორია ისეთივე ძველია, როგორც მსოფლიო. გვატემალაში გათხრების დროს არქეოლოგებმა კერამიკის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 600-დან ათას წლამდე მერყეობს, რელიქვიაზე გამოსახული კი სიგარის მწეველი მაია გახლდათ.
ევროპელებმა თამბაქოს შესახებ პირველად ინდიელებისგან შეიტყვეს, როდესაც კოლუმბის მეთაურობით ისინი კარიბის ზღვის უცნობ კუნძულზე 1492 წელს ჩავიდნენ. ადგილობრივები თამბაქოს აქტიური მომხმარებლები იყვნენ და მას მეზღვაურებსაც ჩუქნიდნენ. კოლუმბმა კუნძულს ჩიბუხის პატივსაცემად - ტობაგო დაარქვა და ძღვენი ზღვაში გადაყარა. სამწუხაროდ, მისი გუნდის წევრები მას ამაში არ აყვნენ.
1501 წელს ესპანელ როდრიგო დე ხერესს, რომელიც კოლუმბთან ერთად მოგზაურობდა, ინკვიზიციამ მოწევის გამო პატიმრობა მიუსაჯა, და არა იმიტომ რომ თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ხალხმა "აკვამლებული" ხერესი ეშმაკით შეპყრობილ მეზღვაურად ჩათვლა. ზუსტად 30 წლის შემდეგ ესპანელებმა თამბაქოს მოყვანა დაიწყეს. დაახლოებით 1580 წლიდან კი ამ მცენარის გამოყენება სამკურნალო მიზნებით ხდებოდა. 1836 წელს კუბაში 306 სიგარის ქარხანა არსებობდა, ხოლო 11 წლის შემდეგ, 1847 წელს კომპანია "Philip Morris"-ი გაჩნდა, რომელიც ხელით დახვეულ თურქულ სიგარეტს ყიდდა.
1902 წელს მან პირველი თანამედროვე "Marlboro" -ს სიგარეტის წარმოება დაიწყო, რომლის კვალდაკვალ 1913 წელს "R.J. Reynolds"-მა სიგარეტი "Camel"-ი გამოუშვა. ზიანი: თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად თითქმის 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობა მამაკაცებში 90% -ით, ხოლო ქალებში- 80% -ით სწორედ მოწევით არის განპირობებული.
არანაირი მიზეზით არ დაიწყოთ მოწევა!
სოლარიუმი
ვინ მოიფიქრა: ფრიდრიხ და იორგ ვოლფებმა.
როდის: 1975 წელს.
გერმანელმა ექიმმა, მეცნიერმა და მწერალმა ფრიდრიხ ვოლფმა ულტრაიისფერი გამოსხივება სამედიცინო მიზნებისთვის - კერძოდ კი, კანის დაავადებებით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენა. მალევე ვოლფმა შეამჩნია, რომ მისი პაციენტები არა მხოლოდ ჯანმრთელდებოდნენ, არამედ ლამაზდებოდნენ კიდეც - იძენდა რა მათი კანი სასიამოვნო ოქროსფერ ელფერს იძენს. აი, ასე მოხდა სოლარიუმის ეფექტის აღმოჩენა.
1975 წელს ფრიდრიხის ძმამ, იორგ ვოლფმა მსოფლიოში პირველი ნათურების მწარმოებელი კომპანია - "Cosmedico" დაარსა. შეერთებულ შტატებში ამ "ნოუ - ჰაუზე" მოთხოვნა მყისიერად გაიზარდა. დაიწყო სილამაზის სალონებისთვის სოლარიუმების მასიური წარმოება.
ზიანი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ულტრაიისფერი გამოსხივების გრძელვადიანი განმეორებითი ზემოქმედება კიბოს - ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას ძირითადი მიზეზია, ასე რომ, სანამ გარუჯვამდე გაშავდებით, დაფიქრდით ღირს თუ არა ლამაზი რუჯი ამად.
მაღალი ქუსლები
ვინ მოიფიქრა: მოდის დიზაინერმა სალვატორე ფერაგამომ
როდის: 1950 წელს.
ფეხსაცმელზე ქუსლი გვიანი შუა საუკუნეებში გაჩნდა. ევროპაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოდა კი ლუდოვიკო XIV-მ შეიტანა, თუმცა იმდროინდელი ქუსლები საერთოდ არ ჰგავს დღევანდელ ელეგანტურ, ნემსისებრ ბასრ "შპილკებს".სწორედ მან მოიფიქრა ქუსლის საყრდენად გრძელი, ფოლადის ღერძი და ცხრიანშიც "გაარტყა". დღეს "შპილკები" თითქმის ყველა მოდის მიმდევარი ქალბატონის გარდერობშია.
ზიანი: მღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" ყველა გმირს ასე ძალიან უყვარდა, ექიმებს ზუსტად იგივენაირად სძულთ. მაღალ, წვრილ ქუსლებზე სიარულისას გოგონები ისეთ არაბუნებრივ პოზიციას იღებენ, რომ სიმძიმის ცენტრი გადაადგილდება, მაღალი ქუსლების მოყვარულებს შორის ხშირია რადიკულიტის შემთხვევები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ულამაზო წარმონაქმნები, სახსრების დეფორმაცია, რომელსაც შედეგად თითების გამრუდებაც მოჰყვება - ასევე "შპილკების" საჩუქარია.
სელფი
ვინ მოიგონა: "Kodak"-ის დამფუძნებლებმა - ჯორჯ ისტმენმა და ჰენრი სტრონგმა
როდის: 1900 წელს.
სელფის გადასაღები პირველი მოწყობილობა ბაზარზე 1900 წელს გამოჩნდა, ეს გახლდათ ყველასთვის ხელმისაწვდომი "Kodak Brownie"-ის კამერა 6 კადრიანი ფირით, რომელიც მხოლოდ 1 დოლარი ღირდა. რასაკვირველია, ასწლეულის სელფებს დღევანდელ სელფებთან ცოტა რამ თუ ჰქონდათ საერთო – ადრეული სელფი სარკეში საკუთარი ანარეკლის გადაღებას ნიშნავდა, რომლის გადაღებისთვისაც საჭირო იყო შტატივი და სრული უძრაობა - მოკლედ, ის არ იყო ის, რასაც სელფს დღეს ვუწოდებთ. თავად სიტყვა "selfie"- ი სასაუბრო ენაში 2002 წელს შემოვიდა, ოქსფორდის ონლაინ ინგლისურის ლექსიკონში კი ის მხოლოდ 11 წლის შემდეგ დაამატეს, ამავე დროს "selfie"-ის "წლის სიტყვის" ტიტულიც მიენიჭა.
ზიანი: ამერიკელი ფსიქიატრების აზრით, სელფიზე დამოკიდებულებას დაბალი ან არასტაბილური თვითშეფასების მქონე ადამიანები განიცდიან. მეცნიერები ხაზს უსვამენ: ლაიქების დევნაში ადამიანები სულ უფრო ხშირად იქცევიან არაადეკვატურად, იღებენ სელფებს საოპერაციო ბლოკებში, უბედური შემთხვევებისა და სტიქიური უბედურებებისა ფონზე. მათი აზრით სელფების გადაღების სურვილით შეპყრობილი ადამიანები კარგავენ ადამიანობას და პირველ ადგილს მათთვის ლამაზი კადრი და მაყურებლის რეაქცია იკავებს, და არა გრძნობების უბრალო გამოვლინება, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეფექტური კადრისთვის სელფის მოყვარულები მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ დააყენონ. კლდეებზე, აბაზანაში, მოტოციკლზე, მანქანაში თუ მოახლოებული მატარებლის ფონზე ეფექტური სელფის გადაღების გამო მთელ მსოფლიოში უკვე ასობით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.
ვალიუტის კურსი
ვინ მოიგონა: ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე თანამედროვე ვალიუტის კურსის გამოგონებაში მონაწილეობა 44 შტატის 730 დელეგატმა მიიღო
როდის: 1944 წლის 22 ივლისს
ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში არსებობდა ერთგვარი ვალიუტის კურსი, სადაც გარკვეული რაოდენობის მარცვლეულში ან ბეწვის ტყავში შეგეძლოთ რამდენიმე ძვირფასი მონეტის მიღება. დიდი ხნის განმავლობაში ყველა საქონელი ვერცხლსა და ოქროში იზომებოდა. თანამედროვე კურსი მხოლოდ 1944 წელს გაჩნდა, როდესაც შეერთებულ შტატებში ბრეტონ ვუდსის სისტემა მიიღეს და დაწესდა ოქროს ფიქსირებული ფასი: 35 დოლარი 1 ტროას უნციაზე. დოლარი, როგორც ოქროდ კონვერტირებადი ვალუტა, საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და სარეზერვო აქტივების საშუალება გახდა, მაგრამ სისტემამ დიდხანს ვერ გასტანა, 1949 წლიდან 1970 წლამდე აშშ-ს ოქროს მარაგი 21800-დან 9838.2 ტონამდე დაეცა.
1976 წელს მსოფლიო იამაიკის სავალუტო სისტემაზე გადავიდა. გაუქმდა ვალუტების მიმაგრება ოქროსთან, ამერიკული დოლარი, ფუნტი სტერლინგი, შვეიცარიული ფრანკი, იაპონური იენი, გერმანული მარკა, ფრანგული ფრანკი ოფიციალურად იქნა სარეზერვო ვალუტებად აღიარებული და, რაც მთავარია, თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი დაწესდა.
|