x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125252
  • ვიდეო:355866
  • სურათი:498094
დედა-შვილი, რომლებიც დებს უფრო გვანან, ერთად დადიან პაემნებზე
image

"მე ვარ 45 წლის და ისე გამოვიყურები, როგორც ჩემი 22 წლის ქალიშვილი” - ამით ბევრი დედა ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ჯოლინ დიასს, კალიფორნიელ ქალს, რომელმაც მეხუთე ათწლეულში შეაბიჯა, შეუძლია.


ჯოლინი და მეილანი, დედა და ქალიშვილი, ორმაგ პაემანზეც კი ერთად დადიან. მათ ყოველთვის ეუბნებიან, რომ მეგობრებს ან დებს უფრო ჰგვანან. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ როდესაც დედა-შვილის ფოტოებს გადახედავთ, თავადაც დარწმუნდებით.


imageჯოლინ დიასი(მარცხნივ აქ და მთავარ ფოტოზეც) და მისი ქალიშვილი მეილანი




ადამიანები ხშირად დიდ დროს უთმობენ ათასგვარ კოსმეტიკურ საშუალებებს, ან ეძებენ უნივერსალურ საშაულებას, რათა ახალგაზრდული იერი შეინარჩუნონ. დღესდღეობით, გამაახალგაზრდავებელი საშუალებები გახდა შთაგონების წყარო სხვადასხვა კოსმეტიკური კომპანიისთვის, ბრენდისთვის და პლასტიკური ქირურგებისთვისაც კი. მაგრამ როგორც ირკვევა არიან ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, საერთოდ არ აწუხებთ დაბერება, როგორიც ჩვენი გმირი ჯოლინ დიასია, 45 წლის დედა, რომელიც საკუთარი ქალიშვილივით ახალგაზრდად გამოიყურება.

image

ჯოლინ დიასი 10 წლის იყო, როდესაც კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად. მას შემდეგ, რაც ჯოლინი ქმარს, ქალიშვილ მეილანის მამას დაშორდა, ის მარტოხელა დედა გახდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები მას ყურადღებას არ აქცევენ.

image

ჯოლინი ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც არა მხოლოდ აღფრთოვანებულნი არიან მისი გარეგნობით, არამედ ინტერესდებიან მისი ცხოვრებით. ახალგაზრდები რეგულარულად წერენ ჯოლენს. მაგრამ აქამდე ქალმა ვერ იპოვა თავისი რჩეული. როგორც ჯოლინმა თქვა, ყველას არ სჯერა, რომ ის ნამდვილად 45 წლისაა. სწორედ ეს უქმნის მას პრობლემებს. „ჩემი აკაუნტი რამდენჯერმე წააშლევინეს. სასაცილოა: ხალხი ფიქრობს, რომ მე ყალბი გვერდი მაქვს და ასაჩივრებენ, ”- აღიარა კალიფორნიელმა.



ჯოლინს და მეილანს აქვთ პროფილები გაცნობის სხვადასხვა აპლიკაციებში. ისინი ხშირად დადიან ორმაგ პაემანზე და მოსწონთ ერთმანეთის პოტენციურ პარტნიორებზე მსჯელობა.


image

"როცა ორივე ვხვდებით ადამიანებს, ხშირად დავდივართ ბოულინგზე, კინოში, ლაშქრობებზე, პლაჟზე“, - თქვა ჯოლინმა ინტერვიუში.- „მეილანი პაემნის დროს გამუდმებით მეკითხება რჩევებს . მომწონს, რომ მენდობა. და მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოცდილება მას დაეხმარება."

image

ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჯოლენით, უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს. „მიზიდავს ამბიციური, მიზანმიმართული მამაკაცები, რომლებიც არიან თავდაჯერებულები, პოზიტიური შეხედულებებით და კარგი კომუნიკაციის უნარით“, - თქვა მან.

image

დედა-შვილი ჯერ არ აპირებს შეწყვიტოს ორმაგი პაემნები, ყოველ შემთხვევაში, იქამდე სანამ არ იპოვიან მეორე ნახევრებს.

0
284
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0