რელიგია პირველად ინგლისის ისტორიაში ქრისტიანური რელიგია უმცირესობაში მოექცა 2022, 1 დეკემბერი, 16:57 გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ჩატარებული აღწერის მიხედვით, პირველად ქვეყნის ისტორიაში ინგლისისა და უელსის მცხოვრებთა შორის, ქრისტიანთა წილი 50%-ზე ნაკლებია. გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოს ამ ნაწილში მცხოვრებთა 46, 2%-ს თავი ქრისტიანად მიაჩნია. შედარებისთვის, 2011 წელს ასეთი ადამიანების რიცხვი 59, 3% იყო. მეორე ადგილზე არიან ისინი, ვინც თავს არარელიგიურად თვლიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში ათეისტთა და აგნოსტიკთა წილი 25%-დან 37.2%-მდე გაიზარდა. ასევე დიდი ჯგუფია მუსლიმები, რომელთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა:ბოლო აღწერის მიხედვით 2011 წელთან შედარებით 4, 9% დან 6, 5 %-მდე. შედეგების კომენტირებისას, იორკის არქიეპისკოპოსმა განაცხადა: ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი მცირდება, რომლებიც ავტომატურად თავს ქრისტიანად მიიჩნევდა. ექსპერტები ინგლისსა და უელსში მუსლიმთა ჯგუფის ზრდას უპირველეს ყოვლისა უკავშირებენ გარკვეული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის მრავალშვილიანი ოჯახების შექმნის ტენდენციას, ასევე მიგრაციულ პროცესებს. ინგლისი და უელსი არის დიდი ბრიტანეთის იურისდიქცია, ისტორიულად მანამდე არსებული ინგლისის სამეფოს კანონიერი მემკვიდრე. გარდა ინგლისისა და უელსისა, გაერთიანებულ სამეფოში ასევე შედის შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია. ჯერ კიდევ შარშან ვწერდით ამ პრობლემაზე, დიდ ბრიტანეთში რეალურად რელიგიური კრიზისია - ხალხი აღარ დადის ეკლესიაში და ამაში ადანაშაულებენ თავად ეკლესიას, რადგან დღევანდელ ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყეს. ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტი დადის რეგულარულად ეკლესიაში, ხოლო პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს ურჩევნიათ საერთოდ არ განიხილონ თავიანთი რწმენის საკითხი. ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით 3, 5% ესწრებოდა საკვირაო წირვას 1960-იანი წლების ბოლოს. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 1%-მდე დაეცა. ბრიტანეთში ანგლიკანური მრევლის საშუალო ასაკი ახლა 61 წელია და მრევლში ახალგაზრდა მორწმუნე ფაქტობრივად არ არის. 199 2-ს მოსწონს
|