x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138648
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
"დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ჩემი აზრი საბჭოთა ხალხის სახეებზე"-თინა კანდელაკი

image

"დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ჩემი აზრი საბჭოთა ხალხის სახეებზე. შემდეგ კი ეს ფოტო გამოჩნდა (სავარაუდოდ 84-ე წელია, ამხანაგური მატჩი კუიბიშევში). მართლაც და ხომ საუკეთესო გუნდია მსოფლიოში?


იცით, როცა ძველ საბჭოთა ფოტოებს ვუყურებ, მეჩვენება, რომ ადამიანები სხვანაირად გამოიყურებიან. როგორღაც მათ ნათელი გადასდით სახეზე ან რაღაცნაირად, უფრო მიამიტები, უფრო გულწრფელები ჩანან. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ვერც ავღწერ. ისინი არ არიან უკეთესები, უბრალოდ განსხვავებულები არიან. და ეს მხოლოდ ვარსკვლავებს არ შეეხება. ნახეთ მშობლებისა და პაპა-ბებიების ძველი ფოტოები.


ეს ფოტო შემთხვევით არ ავარჩიე. ფეხბურთის და ხალხის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, სსრკ ასევე ხშირად ზღუდავდნენ როგორც სპორტში, ასევე სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფაქტობრივად, დასავლეთის პოლიტიკური თამაშების გამო არ მივიღეთ მონაწილეობა (დაინტერესებულებმა ეს ამბავი ცალკე წაიკითხეთ).გარედან საბჭოთა ხალხის მიმართ ბევრი უსამართლობა იყო. რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნითაც იყო პრობლემები, არავითარ შემთხვევაში არ მინდა წარსულის იდეალიზება. მაგრამ ამ ყველაფერმა არ გააბოროტახალხი.



მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად დავუშვებ მოსაზრებას, რომ ბევრი არ გაიზიარებს ჩემს აზრს....მაგალითად, ეგრეთ წოდებული ზუმერების თაობა..


და თქვენთან როგორაა? გაქვთ მსგავსი გრძნობები?"-წერს "ტელეგრამ-არხზე" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი.



განმარტება:


თინა კანდელაკმა გააზიარა ფოტო, რომელიც 1984 წელს, ივნისის ბოლოსაა გადაღებული სწორედ მაგ პერიოდში კუიბიშევს ესტუმრა ლენინური კომკავშირის სახელობის(შემოკლებით "ლენკომი") თეატრი, ვოლგისპირა ქალაქმა იხილა არტისტების მთელი თანავარსკვლავედი - ოლეგ იანკოვსკი, ნიკოლაი კარაჩენცოვი, ალექსანდრე აბდულოვი, ევგენი ლეონოვი, ტატიანა პელცერი. ცნობილი მსახიობები კუიბიშევში მთელი კვირა დარჩნენ და მათზე დიდი მოთხოვნა იყო. სპექტაკლები, შემოქმედებითი შეხვედრები და ... საფეხბურთო მატჩი სამარას ჟურნალისტთა გუნდსა და "ლენკომის" არტისტებს შორის.


image

ფოტოზე აღბეჭდილები არიან ევგენი ლეონოვი, ალექსანდრე აბდულოვი, ნიკოლა კარაჩენცოვი და ოლეგ იანკოვსკი.


ევგენი ლეონოვი პირველი 5 წუთი იდგა კარებში და მერე მიიჩნია, რომ მისი ადგილი მოედანზე არ იყო და ტრიბუნებზე გადაინაცვლა.

0
739
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0