x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსეთმა 23 ნოემბრიდან "მოსკვიჩ 3"-ის წარმოება დაიწყო, მანქანა გერმანულ-ჩინური " JAC JS4 "-ის ლიცენზირებული ასლია
image დიდი ხნით საწარმოო კონვეიერის გაჩერების შემდეგ კონცერნმა "მოსკვიჩმა" 23 ნოემბერს დაიწყო "მოსკვიჩის" კროსოვერის გამოშვება სახლწოდებით "მოსკვიჩი 3"-ი.


მანქანის აწყობა დაიწყო "რენოს" ქარხანაში, წლის ბოლომდე გამოშვებულ იქნება 600 ერთეულამდე მანქანა.


აქედან 200 ერთეული სრულად ელექტრონული იქნება ანუ მანქანა იმუშავებს ბატარეებზე და ელექტრონულ ძრავზე.


ახალი მანქანის ღირებულება საკმაოდ შთამბეჭდავია, კომპლექტაციის მიხედვით 1, 6 მილიონი რუბლიდან 2, 5 რუბლამდე.



მანქანა გერმანულ-ჩინური "JAC JS4"-ის ლიცენზირებული ასლია. პრაქტიკულად მანქანის უუმეტესი ნაწილი ჩამოდის ჩინეთიდან და მისი აწყობა ხდება რუსეთში "რენოს" ქარხანაში.


ძრავის მოცულობა 1, 5 ლიტრია და 150 ცხენისძალას გამოიმუშავებს. მანქანის გადაცემათა კოლოფი 6 სიჩქარიანია 2 ვარიანტად, მექანიკური და ვარიატორი.
ზოგადად ვარიატორი გადაცემათა კოლოფებს შორის ყველაზე სუსტი და ყველაზე კაპრიზულია. ძრავა ბენზინის საწვავს მოიხმარს. მთლიანად ელექტრონული მოდელი კი აღჭურვილი იქნება ელექტრონული ძრავით, რომლის დამუხტვიდან დამუხტვამდე გაივლის 410 კილომეტრს.


მანქანაში წამყვანი წინა თვლებია, კროსოვერი მიეკუთვნება ჰეჩბეკების კლასს.
თავად "JAC JS4" არაა დიდად წარმატებული მოდელი და არა მგონია მისი რუსეთში აწყობილი ვერსია გამოდგეს უფრო წარმატებული, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ფასიც საკმაოდ მაღალია რუსეთის პირობებში.
ამ ფასად არცერთი ბიზნესმენი ამ მოდელს არ შეიძენს, საშუალო ფენის წარმომადგენელი კი ევროპულ ან თუნდაც ამერიკულ მანქანას ამჯობინებს ამ ფასად ამ მანქანას.


დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


imageimageimageimageimageimage





0
69
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
69