სხვა პატიმართა წამებისათვის კიდევ 4 პირი დააკავეს 2012, 27 სექტემბერი, 13:10 პატიმართა წამების გამო ისევ გრძელდება გამოძიება, რადგან ყველა ვინც ამას ემსახურებოდა დაისაჯონ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 თანამშრომელია დაკავებული გლდანის მე–8 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, გამთენიისას, პროკურატურამ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული კიდევ 4 პირი დააკავა.ესენი არიან: ქუთაისი მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკილოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.როგორც დღვენდელ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირები დანაშაულს სჩადიოდნენ ქუთაისის მე-16 სამყრობილის ტერიტორიაზე. გამოძიება ისევ გრძელდება და არ არის გამორიცხული დაკავებულთა სიას კიდევ შეემატოს ხალხი ვინც პატიმართა წამებაში რაიმე ფორმით იყვნენ გარეული. 99 1-ს მოსწონს 1-ს არა
|