x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რას არ გაიგებ...

21- ე საუკუნის მუმია




ბრიტანელი ალან ბილისი ბოლო 3000 წლის განმავლობაში პირველი ადამიანია, რომელიც ფარაონების მსგავსად მუმიად აქციეს. 61 წლის კაცი დევონში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლი გახლდათ.ალანს ფილტვის კიბო ჰქონდა და ექიმების თქმით, მალე მოკვდებოდა . ალანმაც საკუთარი სხეულის მუმიფიცირების სურვილი გამოთქვა.
მეცნიერი სტეფან ბაქლი 19 წელია, მუმიფიცირების ხელოვნებას შეისწავლის.ალან ბილისი 2011 წლის იანვარში გარდაიცვალა.ბაქლის მისი გვამის მუმიფიცირებისთვის ზუსტად 3 თვე დასჭირდა. Fარაონების მსგავსად, გვამი დამცავი ზეთებით დაფარა და მარილიან აბაზანაში მოათავსა.ზოგიერთი ორგანოს ამოღების შემდეგ გვამი ბინტით გადაახვია..
ალანის ცოლი კი ძალიან ბედნიერია. “მე ერთადერთი ქალი ვარ მსოფლიოში, რომლის მეუღლის მუმიფიცირება მოახდინეს”- განუცხადა მან ბრიტანელ ჟურნალისტებს..


მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილები




46 წლის პროფესიონალი მომღერალი კრის უოლტონი მსოფლიოში უგრძელესი ფრჩხილების პატრონია. მისი მარცხენა ხელის ფრჩხილების სიგრძე 3.1 მეტრია, ხოლო მარჯვენა 2.92…
უოლტონმა განაცხადა რომ ფრჩხილებს 18 წლის განმავლობაში იზრდიდა და იმისთვის რომ არ მომტვრეოდა, სპეციალურ დიეტასაც იცავდა. კრისი ალაგებს სახლს, იკეთებს მაკიაჟს და ასე შემდეგ, რაშიც მისი გრძელი ფრჩხილები ხელს სულაც არ უშლის. კრის უოლტონი ფრჩილების მოჭრას არასდროს აპირებს…

ინტერნეტ-მაღაზიის შოკისმომგვრელი შეცდომა




უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ინტერნეტ მაღაზიაში ნივთის შეკვეთის დროს ზომები ხშირად ეშლებათ, თუმცა ტომ ბოდინგჰამის შემთხვევაში ეს სხვაობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მამაკაცმა დათვის თათის ფორმის Fფაჩუჩი მიიღო, რომელიც იმხელაა რომ თავისუფლად შეიძლება მასში დაძინება. ფაჩუჩის სიგრძე – 240, სიგანე კი 130 სანტიმეტრია . ტომი გიგანტური ფაჩუჩის გაყიდვას კვლავ ინტერნეტ-მაღაზიის დახმარებით აპირებს, თან გაცილებით ძვირად..
ჩინურმა ონლაინ-მაღაზიამ კლიენტს ბოდიში მოუხადა და საჭირო ზომის ფაჩუჩი სრულიად უფასოდ გაუგზავნა. მაღაზიის ადმინისტრაციის განცხადებით, გიგანტუ ზომები მაღაზიის ვიტრინებისთვის მზადდება, მაგრამ მსურველებს მისი შეძენაც შეუძლიათ..








1
44
3-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ნაფეტვარიძე
ბექა ნაფეტვარიძე
44
  
2012, 1 ივლისი, 15:20
კარგი სტატიაა :))
0 1 1