სხვა
6 რამ, რისი გაკეთებაც დუბაიში ნამდვილად არ ღირს
2022, 28 ნოემბერი, 20:38
არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესს ქალაქ - დუბაიში მოგზაურობისას თუ არ გსურთ პრობლემები შეგექმნათ, მაშინ ქვემოთ წარმოდგენილი აკრძალვები გაითვალისწინეთ, რათა თქვენი სტუმრობა მსოფლიო მეგაპოლისში მართლაც რომ დაუვიწყარი გახდეს. მაშ, ასე თქვენ წინაშეა 6 აკრძალვა, რომელიც გაერთიანებული საამიროების ამ უმსხვილესს ქალაქში კანონით ისჯება.
1. სიმღერა და ცეკვა ქუჩაში
არ აქვს მნიშვნელობა მღერით თუ უკრავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ "ხმამაღალ" ქცევას გამვლელები ხულიგნობად, პოლიცია კი - საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევად ჩათვლის, რაც დუბაიში მკაცრად ისჯება.
2. ადამიანების თვალწინ ალკოჰოლის მიღება
დუბაიში ალკოჰოლის დალევა კანონით მკაცრად რეგულირდება, რომლის დარღვევამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
3. გრძნობების საჯარო გამოვლინება
გახსოვდეთ: რაც თქვენთვის ვნების უმანკო გამოვლინებაა, დუბაის მაცხოვრებლებისთვის (და მათ შორის პოლიციისთვისაც) ყველა პარამეტრით -საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფაა.
4. თამამად ჩაცმა
თუ თქვენი სხეულის "ღირსებები" ჩაცმულობაში ნათლად იკვეთება, სჯობს რომ არჩევანი სხვა, უფრო მოკრძალებულ სამოსზე გააკეთოთ.
5. ადამიანების ქუჩაში გადაღება
უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ფოტოგრაფ - ბლოგერების ყველგან ყოფნას, თუმცა დუბაის მაცხოვრებლები მათ სხვანაირად უყურებენ. ასე რომ დაიმახსოვრეთ: მამაკაცების გადაღება მხოლოდ მათი თანხმობით არის ნებადართული, რაც შეეხება ადგილობრივ ქალბატონებს - მათ გადაღებაზე სჯობს რომ საერთოდ თავი შეიკავოთ.
6. უხამსობა
გაღიზიანების მომენტში ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას უხამსი სიტყვებით გამოხატავს, თუმცა დუბაიში შურაცხმყოფელი სიტყვების წარმოთქმისგან სჯობს რომ თავი შეიკავოთ, რადგან თუ ამ ყოველივეს ისინი გაგიგებენ, სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. გინება და უხამსი სიტყვები იქ - კანონით ისჯება, გარდა ამისა ისლამის შესახებ დამამცირებელი და კრიტიკული გამონათქვამების შემთხვევაშიც სასჯელი ნამდვილად არ აგცდებათ.