x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498234
რით დასრულდა ბავშვის მკვლელობის საქმე, რომელიც 20 წელი გაგრძელდა - კრიმინალური არქივიდან
image

დამნაშავის აღმოსაჩენად ჰოლანდიის სამართალდამცავ ორგანოებს 20 წელი დასჭირდათ და დნმ-ის დაახლოებით 14 ათასი ნიმუშის ანალიზის შედეგი.


1998 წლის აგვისტოს 11 წლის ნიკი ვერსტაპენი სხვა ბავშვებთან ერთად წავიდა კარავის ტიპის ბანაკში ქალაქ მაატრიხტის მახლობლად. მეორე დღეს, 11 აგვისტოს, ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს ტყეში, ბანაკიდან ნახევარ კილომეტრში. ცხედარს გარეგანი დათვალიერების დროს არ აღენიშნებოდა არავითარი ძალადობის კვალი მაგრამ ბიჭის პიჟამა შარვალი შიგნიდან გარეთ ამოტრიალებული აღმოჩნდა, რას სავარაუდო მკვლელობის საფუძველი გახდა.


იმ დღის დილით ადრე, სამხედრო ნაწილის პერიმეტრზე პოსტზე მყოფმა სამხედროებმა შენიშნეს ველოსიპედისტი. ის იოს ბრეხი აღმოჩნდა. პოლიციაში დაკითხვისას მან თქვა, რომ ბუკლეტებს არიგებდა. ხოლო კითხვაზე, თუ ასე ადრიანად რატომ იყო გამოსული, მან უპასუხა, რომ ჯოჯოხეთური სიცხეს მოერიდა, რომელიც დღისით ირგვლივ სრულად ისადგურებდა.


image

გარდაცვლილის ცხედრის დეტალურმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ ბიჭზე იძალადეს. ნიკის ფეხები სუფთა ჰქონდა, არა და ფეხსაცმელი კარავში დარჩა. ანუ ბავშვი ნამძინარევი გამოიყვანეს და ტყეში წაიყვანეს ხელებში. პიჟამის შარვალზე სპერმის კვალი აღმოაჩინეს. თუმცა, მონაცემთა ბაზაში ანალიზის დამთხვევა არ მოხდა. ორი წლის შემდეგ ვერსტაპენის საქმე დაიხურა.

image

ოჯახს იმედი მაშინ გაუჩნდა, როდესაც 2002 წელს კრიმინალური ჟურნალისტი პიტერ რუდოლფ დე ბრისი დაინტერესდა ამ საქმით. მან გაარკვია, რომ იმავე ბანაკის დირექტორი, ჯუს ბარტერი, ერთხელ იყო ნასამართლევი არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობისთვის. მაგრამ მან დნმ-ის ჩაბარებაზე უარი თქვა.ნუთუ იპოვეს დამნაშავე და უკვე შეიძლებოდა საქმის ბოლომდ ემიყვანა? ბარტერის ნათესავებმა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მისცეს ნება დნმ-ს ანალიზის აღებაზე. მაგრამ შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. საქმე ისევ ჩიხში შევიდა.

image

2007 წელს ნიკის საფლავზე უცნაური ჩანაწერები გამოჩნდა. იქნებ დამნაშავეს სინდისმა შეაწუხა და ამ გზით ცდილობს პატიება ითხოვოს და სურს თავი დააჭერინოს?


მაგრამ დაკავებულ მამაკაცს ფსიქოლოგიური პროლემები ჰქონდა და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.


დე ბრისი 20 წლის განმავლობაში პრესით პერიოდულდ ახსენებდა საზოგადოებას ბიჭის მკვლელეობის საკითხს.


2012 წელს საქმე გადაეცა დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფს, რომელსაც ხელთ ჰქონდა დნმ-ის კვლევის უახლესი ხელსაწყოები. ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა. ლიმბურგის ოლქში 22-დან 75 წლამდე მამაკაცებს მოთხოვეს დნმ-ს ტესტის ჩაბარება. ბევრი დათანხმდა, თუმცა დაახლოებით მესამედმა უარი თქვა. შემდეგ კი წარმოუდგენელი მოხდა: დნმ-ის პროფილის ნაწილობრივი დამთხვევა. ეს კაცი აღმოჩნდა ბუკლეტების გამყიდველის - იოს ბრეხის ნათესავი, რომელიც ტყეში ხის სახლში ცხოვრობდა.


სახლში მისულმა პოლიციელებმა მისგან ნიმუში აიღეს. დნმ-ს სრული დამთხვევა მოხდა. ამასობაში კი თავად ბრეხი გაუჩინარდა. მაგრამ მალევე მას შემდეგ რაც კრიმინალი ინტერპოლს გადასცეს.


მალე პოლიციაში შევიდა ზარი. ის, ვინც დარეკა, ესპანეთში მცხოვრები ჰოლანდიელი იყო. მან თქვა, რომ მან ნახა იოსი ბარსელონას მახლობლად მდებარე სოფელ კასტელტერკოლში.


ჯოსი იპოვეს და დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში იგი ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდებში.

image

სასამართლო პროცესზე იოსი დუმდა, ჩვენებას საერთოდ ა რიძლეოდა. მაგრამ მან ვერ გააპროტესტა მტკიცებულება - გენეტიკური ტესტების შედეგები. მკვლელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის დასაწყისში საქმე გადაიხედა და სასამართლომ გაუფრთხილებლობით მკვლელობის გამო სასჯელი კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივა.

image

image

რუბრიკა :კრიმინალური არქივიდან იხილეთ<<< ამ ბმულზე

0
359
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0