ცნობილი ქართველი მილიარდელისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი ბერა ივანიშვილი ქართველმა საზოგადოებამ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ"–თი გაიცნო.მთელმა საქართველომ დაინახა და დარწმუნდა რომ ის საკმაოდ კეთილი, თავმდაბალი, კარგად აღზრდილი და ბრწყინვალე პიროვნებაა. ბერა ამერიკიდან დაბრუნდა საქართველოში და ქართველი ხალხის გვერდით დადგა. ამერიკაში ცხოვრების დროსაც ენატრებოდა საქართველო და ყოველთვის დაბრუნებაზე ფიქრობდა. საზოგადოების მცირე ნაწილმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მისი შვილის გარევა უარყოფითად შეაფასა, მათ ეს ხელოვნურ ქმედებათ “მონათლეს”. ალბათ გაუგებარი არ უნდა იყოს თუ საზოგადოების რომელ ჯგუფებზე ვსაუბრობ, ამიტომ აღარ გავაგრძელებ ამ თემას.ამ ყველაფერს მოყვა ბატონი მინისტრის გოგა ხაჩიძის გააქტიურება საკუთარfacebook გვერდზე. მახსოვს იგი გასაკვირი სისწრაფით ცვლიდა სტატუსებს და ბერას აქილიკებდა.(ისე საინტერესო ისაა მინისტრს თუ უნდა ჰქონდეს იმის დრო რომ facebook-ით ვიღაცეების სიმღერები განიხილილოს? ალბათ ესეც ქართული მარაზმების ნაწილია) "რასაც მე ვამბობ სიმღერებით, ის რეალურია. ჩემი სიმღერები საოცრად მაცდურია. როდესაც მე ვწერ სიმღერას, წარმოვიდგენ გოგონას და ვუძღვნი მას, მიუხედავად იმისა რომ ის ჩემს ცხოვრებაში არაა. როდესაც მე ვქმნი მათ ტკივილით ისინი სიყვარულით აღსავსე გამოდის."
ნაცმოძრაობას იმიტომ შურს ბერასი რომ მათ არ ყავთ ასეთი კარგი ადამიანი გვერდით , მიშიკოს ედვარდისგან განსხვავებით ეს ადამიანი აქტიურია და ქართული ოცნებისთვის და ქართველი ხალხისთვის მღერის და იბრძვის , მაშინ როცა მიშიკოს ედვარდი ხმას არ იღებს .....