კაბები
ვარსკვლავების "შიშველი" კაბები, რომლებშიც სიარული კი არა, სუნთქვაც კი ჭირს
2022, 27 ნოემბერი, 23:25
სელებრითები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი თაყვანისმცემლების გაოცებას, რასაც როგორც წესი, "შიშველი" სამოსის საშუალებით ახერხებენ. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ყურადღების მიპყრობასთან ერთად მაყურებლის შოკში ჩაგდებაც სურს. სამწუხაროდ, ასეთი კაბები კომფორტული ყოველთვის არ არის, ხოლო იმისთვის რომ ნაბიჯის გადადმით სრულიად სამყაროს თქვენი სხეულის ყველა ღირსება არ დაანახოთ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ რომელი სელებრითი გამოირჩევა განსაკუთრებული გაბედეულობით და რომელი მათგანი არ ამბობს "შიშველი" კაბების ტარებაზე არასდროს უარს.
როუზ მაკგოუენი
სერიალ "მოჯადოებულის" ვარსკვლავს როუზ მაკგოუენს სამყაროსთვის საკუთარი ღირსებების დემონსტრირების ნამდვილად არ ეშინია, და მას ამ ფორმაში დასამალიც აღარაფერი აქვს: სტრაზებიანი სრულიად გამჭვირვალე ბადე - კაბა, წითელ ხალიჩაზე მსახიობის სხეულს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მთლიანად აშიშვლებდა. საინტერესო ფაქტი: ლეოპარდის პრინტის ბიკინი როუზის ბოიფრენდის, მერლინ მენსონის პრინტულ კოსტიუმს ასევე 100 % -ით ესადაგებოდა.
რიანა
რიანამ "2014 წლის სტილის ხატის" ჯილდო ადამ სელმანის კაბაში
გამოწყობილმა მიიღო. სამოსის კონცეფცია როუზ მაკგოუენის იმიჯს ძალიან ჰგავდა: სვაროვსკის კრისტალებიანმა ბადემ მომღერლის სხეულის არც ერთ სანტიმეტრი დაფარული არ დატოვა. ეს არის ზუსტად ის კაბა, რომელშიც ოფიციალურად - "სტილის ხატად" უნდა იქცეთ.
ბიონსე
ჩვენი წინა გმირებისგან განსხვავებით, მართალია, ბიონსემ მაინც გადაწყვიტა სხეულის ყველაზე ინტიმური ნაწილების დაფარვა, თუმცა მომღერალმაც კოლეგების მსგავსად იგივე მეთოდი გამოიყენა: რაც შეიძლება მეტი სტრაზები და ბადე! უნდა აღინიშნოს რომ პოპ - მომღერალი წითელ ხალიჩაზე მართლაც რომ შთამბეჭდავად და მდიდრულად გამოიყურებოდა.
რიტა ორა
რიტა ორას შავი, გამჭვირვალე კაბა, სქელი ჩანართებით უხერხულ მდგომარეობაში იმათაც კი აგდებდა, ვინც ამას ეკრანიდან უმზერდა. ასეთ უხერხულ კაბაში გამოწყობილ ბრიტანელ მომღერალს მთელი საღამოს განმავლობაში დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ საზოგადოებისთვის რაიმე ზედმეტი არ ეჩვენებინა.
ბელა ჰადიდი
აი, რაც შეეხება ბელა ჰადიდს მას კი ნამდვილად გაუჭირდა. 2016 წელს კანის კინოფესტივალზე ტოპ-მოდელი Alexandre Vauthier
Couture-ის აბრეშუმის, თამამ, წითელ კაბაში გამოჩნდა, რითიც ყველა სტუმარი ერთნაირად მოხიბლა, თუმცა ღრმა ჭრილმა მოდელს კაბის ქვეშ საცვლების ჩაცმის საშუალება არ მისცა, რაც მისთვის ერთგვარ უხერხულობადაც კი იქცა: სიარული, და მით უმეტეს კიბეებზე ასვლა - ჩასვლა მოდელისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. მსოფლიო შოუ - ბიზნესის კიდევ რომელ წარმომადგენლებს უყვართ "შიშველ" კაბებში საკუთარი "ღირსებების" დემონსტრირება ამას უკვე ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოგალერეაში იხილავთ: