სხვა 15 წარმოუდგენელი დამთხვევა, რომელთა დაჯერებაც რთულია 2022, 27 ნოემბერი, 22:11
ცხოვრებაში როდესაც რაიმე დამთხვევა ხდება, ადამიანების უმეტესობა ორ ბანაკად იყოფა: ისინი, ვინც ასეთ მოვლენებს შემთხვევითობად აღიქვამს და ისინი ვინც კარგად გრძნობს მომხდარს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 15 ყველაზე წარმოუდგენელ დამთხვევას, რომლის დაჯერებაც ერთი შეხედვით საკმაოდ ძნელია. ასე რომ, განაგრძეთ კითხვა და მოემზადეთ იმ შოკისმომგვრელი დამთხვევებისთვის, რომლებიც ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი ბედისწერის არსებობაში დაარწმუნებს.
1. დამთხვევა
1977 წლის "ადამიანი - ობობას" კომიქსებში, ბოროტმოქმედი ელექტროენერგიას მთელს ნიუ - იორკს უთიშავს. ქალაქში შუქის გათიშვა კომიქსების გამოსვლის კვირასვე მოხდა, რომელშიც მოთხრობილი იყო იმავე ძარცვებსა და არეულობაზე, რასაც ნიუ - იორკში შუქის ნამდვილი ჩაქრობის დროს ჰქონდა ადგილი.
2. დამთხვევა
ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი ლონდონში, მეიფერის პრესტიჟულ რაიონში, ბრუკ სტრიტის N25 ცხოვრობდა. ჯიმი ჰენდრიქსი კი ბრუკ - სტრიტის N23-ში. ორ გამოჩენილ მუსიკოსს მხოლოდ კედელი (და ორი საუკუნე) აშორებდა.
3. დამთხვევა
ჯორჯ ტირნი იყო პირველი, ვინც შეერთებულ შტატებში ჰუვერის კაშხლის მშენებლობისას გარდაიცვალა. უკანასკნელი კი ვინც ამ მშენებლობას შეეწირა მისი ვაჟი, პატრიკ ტირნი გახლდათ. ორივე მათგანი 13 წლიანი სხვაობით, ერთსა და იმავე დღეს დაიღუპნენ.
4. დამთხვევა
1950 წელს ნებრასკაში გაზის აფეთქების შედეგად ეკლესია დაინგრა, ეს მოხდა ფაქტიურად რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც საგუნდო რეპეტიცია განრიგის მიხედვით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ იმ დღეს ყველამ დააგვიანა და შესაბამისად, ნაკაწრიც არავის მიუღია.
5. დამთხვევა
ნაპოლეონ ბონაპარტი და ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში 129 წლიანი სხვაობით მოვიდნენ. ორივე მათგანი რუსეთს თავს 129 წლიანი სხვაობით დაესხნენ და ორივე მათგანი 129 წლიანი სხვაობით დამარცხდა.
6. დამთხვევა
1951 წლის 12 მარტს შეერთებულ შტატებში გაზეთების ჯიხურებზე ანიმატორ ჰენკ კეტჩემის მიერ მოფიქრებული კომიქსების ახალი პერსონაჟი - "დენისი - მწვალებელი" გამოჩნდა. იმავე დღეს, გაერთიანებული სამეფოს გაზეთების ჯიხურებზე გაჩნდა კომიქსები მულტიპლიკატორ, დევიდ ლოს მიერ მოფიქრებული პერსონაჟის "დენისი - მწვალებლის" სახელით. მხატვრებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ თითოეული მათგანი ერთსა და იმავე სახელწოდების პერსონაჟს მოიფიქრებდა.
7. დამთხვევა
2002 წელს 70 წლის ფინელს, რომელიც ველოსიპედს მართავდა სატვირთო მანქანა დაეჯახა. რამდენიმე საათის შემდეგ მის ტყუპ ძმას ველოსიპედით სეირნობისას ასევე სატვირთო მანქანა დაეჯახა. ორივე უბედური შემთხვევა ერთსა და იმავე გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთისგან კილომეტრნახევარი მანძილის მოშორებით.
8. დამთხვევა
2005 წლის 30 მარტს ამერიკულ ლატარიაში მეორე პრიზი 110-მა ადამიანმა გაიყო. ყველა მათგანს ნომრები იღბლიან "ორცხობილაში" ჰქონდა ამოსული. ციფრებს თან წინასწარმეტყველებაც ახლდა: "თქვენი მოლოდინები დაჯილდოვდება", რაც ასეც მოხდა.
9. დამთხვევა
კეტრინ ედოუსი, ერთი დღით ადრე, სანამ მას ჯეკ მფატრავი მოკლავდა პოლიციას მერი კელის სახელით გაეცნო. მისი მომდევნო მსხვერპლი გახდა გოგონა, სახელად მერი ჯეინ კელი. ორივე მათგანი ისტორიას მანიაკის ბოლო ცნობილ მსხვერპლებად შემორჩნენ.
10. დამთხვევა
კესიდი ნორსის ახალი სკოლის მეგობარი მას ძალიან ჰგავდა, თუმცა როგორც გაირკვა გოგონები მრავალი წლის წინ დაშორებული დები იყვნენ. ზეფანი ნორსი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ძალიან პატარა იყო, თუმცა 17 წლის შემდეგ ოჯახმა ის იპოვა, როგორც აღმოჩნდა, გოგონა მშობლიური სახლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობდა.
11. დამთხვევა
1920-იან წლებში ამერიკელმა მწერალმა ენ პერიშმა პარიზის წიგნის მაღაზიების თვალიერებისას თავისი საყვარელი ბავშვობის წიგნი - "ჯეკ ფროსტი და სხვა ისტორიები" იპოვა. ეს იყო სწორედ ის ეგზემპლარი, რომელსაც ის ბავშვობაში კითხულობდა. ყდაზე მისი სახელი და მისამართი ეწერა.
12. დამთხვევა
1937 წელს ბავშვი მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ქვეითად მოსიარულე ჯოზეფ ფიგლოკს დაეცა. ერთი წლის შემდეგ, მეოთხე სართულის ფანჯრიდან ახლა უკვე მეორე ბავშვი გადავარდა, რომელიც ასევე ფიგლოკს დაეცა. ორივე ბავშვი გადარჩა, ისევე როგორც მამაკაცი.
13. დამთხვევა
ვოლფგანგ პაული - ცნობილი ფიზიკოსი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ნობელიანტი მეცნიერის ოთახში შესვლისთანავე ყველა ტექნიკური აღჭურვილობა წყობიდან გამოდიოდა, როგორი ბრწყინვალე ფიზიკოსიც არ უნდა ყოფილიყო, პაული დარწმუნებული იყო რომ ეს უფრო წყევლა იყო, ვიდრე უბრალო დამთხვევა.
14. დამთხვევა
ფილმ "გოგონა პეტროვკიდან" გადაღების მომზადებისას ენტონი ჰოპკინსმა წიგნის ასლი ვერსად იშოვა, შემდეგ წიგნი მან სკამზე იპოვა, როგორც აღმოჩნდა ის იქ ვიღაცას დარჩენოდა. გადასაღებ მოედანზე გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ავტორი გაიცნო, და აღმოჩნდა რომ მან თავად მწერლის დაკარგული ასლი იპოვა.
15. დამთხვევა
კომპიუტერულ თამაშ "Deus Ex"-ში ტექნიკური შეზღუდვის გამო, ნიუ-იორკის ჰორიზონტს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკები აკლდა. თამაშში ეს ტერორისტული თავდასხმის შედეგით იყო ახსნილი. თამაში 2000 წელს, 11 სექტემბრამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა.
|