x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდოეთის პოლიცია აცხადებს, რომ ვირთხებმა 200 კილოგრამი ნარკოტიკი შეუჭამეს
image

ინდოეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ვირთხები დგანან დაახლოებით 200 კილოგრამი კანაფი გაუჩინარების უკან, რომელიც ნარკორეალიზატორებს წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში ინახებოდა.


უტარ პრადეშის სასამართლოში განაცხადეს, რომ ვირთხებმა დიდი ალბათობით შეჭამეს ნარკოტიკების მთელი მარაგი, როდესაც მან პოლიციას სთხოვა, მიეწოდებინა ისინი, როგორც ნივთმტკიცებულება.


„ვირთხები პატარა ცხოველები არიან და არც პოლიციის ეშინიათ. ძნელია ნარკოტიკების დაცვა მათგან“, - განაცხადეს სასამართლოში.



მოსამართლე სანჯაი ჩაუდჰარიმ ასევე გაიხსენა სხვა შემთხვევაც, როდესაც მათხურას შტატის საცავიდან გაუჩინარებულ ნარკოტიკებში პოლიციამ მღრღნელები დაადანაშაულა.


პოლიციის სარდაფში შენახული მასიური 400 კგ კანაბისი გაქრა და მის გაუჩინარებაში მშიერ ვირთხებს დასდეს ბრალი.


მოსამართლემ თქვა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მტაცებელ მღრღნელებთან გამკლავების შესაძლებლობა, რადგან ცხოველები „ზედმეტად პატარები არიან“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან უმჯობესი იქნება ამოღებული ნარკოტიკები "უშიშარი თაგვებისგან" დაცის მიზნით, აუქციონის წესით მიყიდონ ლაბორატორიებს და წამლების მწარმოებლებს, თანხა კი ბიუჯეტში შევა.


თუმცა მათხურას პოლიციის მაღალჩინოსანმა ოფიცერმა თქვა, რომ დაკარგული კანაფის ნაწილი "დაზიანდა ძლიერი წვიმის გამო" და არა თაგვების ან ვირთხებისგან.


წლების განმავლობაში ინდოეთში სხვადასხვა ინციდენტში მღრღნელებს ადანაშაულებდნენ.


მაგალითად 2018 წელს ინდოეთში ვირთხებმა შეჭამეს 13000 ფუნტის სტერლინგის ღირებულების ბანკნოტები ბანკომატში შეძრომის შემდეგ.


და იმავე წელს, სამსართულიანი სახლი დაინგრა მას შემდეგ, რაც ვირთხებმა მისი საძირკველი გამოთხარეს, კინაღამ დაიღუპა რვა კაციანი ოჯახი, რომლებიც სულ რამდენიმე საათით ადრე გავიდნენ სახლიდან.

1
266
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
266
  
2022, 26 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1