x
"ტერორის საშინელი მეფე" - "King Of Terror" - (Nostradamus - "King of Terror" - C.10, Q.72) - ძალიან მოკლე ანალიზი
image



"ტერორის საშინელი მეფე" - "King Of Terror" - (Nostradamus - "King of Terror" - C.10, Q.72) - ძალიან მოკლე ანალიზი.


VLADIMIR (666-ANTICHRIST-ВЛАДИМИР-ВЛАДЕЮЩИЙ МИРОМ) PUTIN.

ნოსტრადამუსის X ცენტურიის 72-ე კატრენი "ტერორის საშინელი მეფე":

- "1999 წლის მეშვიდე თვეს; - ციდან მოვა მრისხანე სიკვდილი (ან საშინელი მეფე); - ის გააცოცხლებს (ან ის შეცვლის) მონღოლთა დიდ მეფეს; - მის მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც, იქნება საშინელი ომი.".

ასევე იხილეთ, მეორე თანამედროვე ქართული თარგმანი:
" - 1999 წლის მეშვიდე თვეს; - ციდან მოვა მრისხანე სიკვდილი; - მას მოიტანს საშინელი ტერორის, მონღოლთა დიდი მეფე; - მის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც იქნება საშინელი ომი. ".

სრული სურათის შესაქმნელად, ამ ყველაზე აქტუალური კატრენის, რუსული და ინგლისური თანამედროვე თარგმანებიც მოვიშველიოთ.
НОСТРАДАМУС: Центурия 10, Катрен 72 - "В год 1999 и 7 месяцев, С неба придёт великий Король ужаса (Царь Смерти, устрашения), Он Воскресить великого Короля Монголов (Царя Ангулемского, Анголмуа), До и После Его Прихода, Будет Страшная Война. (Будет Править Марс, Будет Править Война, Марс (Война) Будет Счастливо Царствовать)."
ესეც თანამედროვე ინგლისური თარგმანი, NOSTRADAMUS C10:Q72 (Nostradamus — "King of Terror"): "The year 1999, seventh month, - From the sky will come a great King of Terror: - To bring back to life the great King of the Mongols, - Before and after Mars to reign by good luck.".

ეს კი იხილეთ, საფრანგეთის ქ. რიგოში 1568 წელს დაბეჭდილი, მიშელ ნოსტრადამუსის (დაბ. 1503წ. - გარდ. 1566წ.) მეათე ცენტურიის 72-ე კატრენის თავდაპირველი, აბსოლიტური ორიგინალი ფრანგულად: Rigaud 1568. 10, 72 (Rigaud 1568): "L'an mil neuf cens nonante neuf sept mois, Du ciel viendra vn grand Roy deffraieur, Resusciter le grand Roy d'Angolmois, Auant apres Mars regner par bon heur.".

ძალიან მოკლე განმარტებანი:
1. "1999 წლის მეშვიდე თვეს" - 1999წ. 9 აგვისტოს (ნოსტრადამუსის ეპოქაში მომქმედი იულიუსის კალენდრით ანუ ძვ. სტილით 27 ივლისს ანუ "1999წ. მეშვიდე თვეს" - რაც ნოსტრადამუსმაც თქვა) პუტინი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. 1999წ. 16 აგვისტოს (ნოსტრადამუსის დროინდელი იულიუსის ანუ ძვ. კალენდრით 1999წ. 2 აგვისტოს), ის ოფიციალურად დაამტკიცეს რუსეთის პრემიერ მინისტრად. 1999წ. 31 დეკემბრიდან ის არის რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

2. "ციდან მოვა მრისხანე სიკვდილი" ასევე "საშინელი მეფე" - რუსული ФСБ-ს მიერ, რუსეთის ქალაქებში მოწყობილი ტერაქტების ფონზე, დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი. პრემიერად მოსვლის თანავე, ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო ქ. გროზნოსა და სრულიად ჩეჩნეთის ქალაქების, მასირებული, სასტიკი და დაუნდობელი, ტოტალური საავიაციო დაბომბვები. სწორედ ამიტომაც, სრულიად ჩეჩენი მოსახლეობისათვის, 1999წ. ტერორის საშინელი მეფისაგან მართლაც - "ციდან მოვიდა მრისხანე და საშინელი სიკვდილი" - რაც ნოსტრადამუსმა აღნიშნულ 10:72 "საშინელი მეფის" კატრენში თქვა.

3. "ის გააცოცხლებს (ან ის შეცვლის) მონღოლთა დიდ მეფეს" - ნოსტრადამუსი რუსეთის იმპერიას მონღოლთა იმპერიას ეძახდა, მის ეპოქაში ასეც იყო. ნოსტრადამუსის მიხედვით პუტინმა შეცვალა მონღოლთა დიდი მეფე ანუ რუსეთის იმპერიის მეფე ელცინი. ვლადიმერ (666) პუტინმა ასევე "გააცოცხლა", სსრკ-ის ბოროტების იმპერიის კვლავ აღდგენის ოცნება, რომელიც თავის დროზე, ბიბლიური დანიელისეული ტერმინოლოოგიით, პირველმა მხეცმა და პირველმა მეფე-რქამ, ვლადიმერ (666) ლენინმა წამოიწყო და კიდევაც შექმნა, რუსეთის ახალი იმპერია.

4. "მის მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც, იქნება საშინელი ომი" - პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე, სრულმასშტაბიანი ომი. პუტინმა მიწასთან გაასწორა იმ დროს თითქმის დე-ფაქტოდ დამოუკიდებელი ჩეჩნეთი, პუტინის ხელახლა წამოწყებულ ამ მეორე ომში, ჩეჩნეთში დახოცეს ასეულათასობით ჩეჩნეთის მშვიდობიანი მოქალაქე. საბოლოოდ რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომის დროს დაიღუპა 300 000 ათასი ადამიანი. მათი აბსოლიტური უმრავლესობა, მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რომელთა უმრავლესობა სწორედაც, პუტინის ამ ტოტალური საავიაციო დაბომბვების დროს გაწყდა. პუტინმა ხელახლა სრულიად დაიპყრო ჩეჩნეთი. 2008წ. ომი გამოუცხადა საქართველოს, მოახდინა სამაჩაბლოს ე. წ. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ხელახალი, უკვე სრული ოკუპაცია და მათი დამოუკიდებლობის აღიარება. მანვე წამოიწყო ომი, უკვე მესამე ქვეყანასთან უკრაინასთან, სასტიკად და კვლავ ტოტალურად, როგორც ადრე ჩეჩნეთი, დაბომბა და სრულიად ააოხრა უკრაინაც. მშვიდობიანი მოსახლეობის, ტოტალური და მასირებული საავიაციო დაბომბვები, პუტინის სავიზიტო ბარათად იქცა. დამატებით ასევე უსამართლო ომს აწარმოებს სირიის დიქტატორის მხარდასაჭერად და ამის გამო ბომბავდა კიდეც სირიის ქალაქებს. ამით ფაქტიურად შესრულდა იოანეს, დანიელის, ეზეკიელის და ეზრას წინასწარმეტყველებანი - "უკანასკნლელი იმპერიის, უკანასკნელი მტარვალზე და უკანასკნელ მაოხრებელზე" და ასევე მის მიერ, ცალკე სამი ქვეყნის აოხრებაზე და ასევე სამი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიების, კვლავ ოკუპაციაზე და მათი ოკუპაციის კვლავ გაგრძელებაზე. კვლავ ოკუპირებული სამეული ესენია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

ასევე ვიხილოთ, ნოსტრადამუსის ცნობილი კატრენი, უკანასკნელი იმპერიის უკანასკნელ მტარვალზე, უდიდესს მაოხრებელზე, რომელსაც ნოსტრადამუსი ანტიქრისტეს უწოდებს, ეს ადამიანი, ნოსტრადამუსის ბოლო ანტიქრისტეა.

ნოსტრადამუსის VIII ცენტურიის 77-ე კატრენი, ერთ-ერთი თანამედროვე ინტერპრეტაციით:
"ანტიქრისტე სამეულს არაფერს არ უწილადებს (სამ ქვეყანას ააოხრებს, დაამცირებს, დაიპყრობსო, შეადრეთ ნოსტრადამუსი თავისი ინტერპრეტაციით გარკვეულწილად აქ ეხმიანება დანიელ წინასწარმეტყველის თ.7 23--26-ე მუხლებს და განსაკუთრებით 24-ე მუხლს); მისი ომი ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება (ანუ მისი დაპირისპირება დანარჩენ მსოფლიოსთან ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდებაო - ავტ.); დატყვევებულნი, გახიზნულნი, ადამიანთა სისხლისანი გვამები მიწას აბინძურებს; ირგვლივ სისხლია, სისხლიანი წყალი და წითელი სეტყვა დაფარავს მიწას.”.

მოკლე განმარტებანი:
1. "ანტიქრისტე სამეულს არაფერს არ უწილადებს" - უკანასკნელი იმპერიის უკანასკნელი მტარვალ-დიქტატორი და მაოხრებელი, სამ ქვეყანას ააოხრებსო, დაამცირებსო და გარკვეულწილად დაიპყრობსო. ასევე აქ ისტორია გარკვეულწილად მეორდება და ისტორიულ დეჟავიუსთან გვაქვს საქმე, იხ. დანიელის წინასწარმეტყველება უკანასკნელი ანუ მეოთხე იმპერიის, განსაკუთრებით და ერთდროულად, პირველ, მეორე და უკანასკნელ ანუ მეათე მეფე-რქაზე იგივე მომცრო მეფე-რქაზე, დანიელი თ.7 მ.23-26.
პუტინმა სრულად დაიპყრო, დაამცირა ან ტოტალურად ააოხრა სამი ქვეყანა: ჩეჩნეთი, საქართველო და უკრაინა. იგი აგრძელებს საერთაშორისოდ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული, სამი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას და არ ცნობს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ესენია: საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

2. "მისი ომი ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება" - ანუ მისი დაპირისპირება დანარჩენ მსოფლიოსთან ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდებაო. პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა 1999წ. და წამოიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის სრულმასშტაბიანი მეორე ომი. შემდეგი ომი 2008წ. საქართველოსთან წამოიწყო, ასევე 2014წ. უკრაინაში გააჩაღა ომი, 2015წ. სირიის დიქტატორის მხარდასაჭერად ასევე ომში ჩაერთო. 2022წ. 24 თებერვალს კი ახალი უსასტიკესი ომი გააჩაღა მთელს უკრაინაში. აქამდე მას ყველაფერი დაუსჯელად გასდიოდა, 24 თებერვლიდან კი მას მთელი ცივილური მსოფლიო დაუპირისირდა. 1999წ.+27წ.=2026წ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის დაპირიპირება დანარჩენ მსოფლიოსთან 27 წელი გასტანსო და ამ პერიოდში პუტინს გადააყენებენ, დაამხობენ ან ჩამოაცილებენ ხელისუფლებას.
დანიელი წინასწარმეტყველის მიხედვით კი პუტინის პირ-სისხლიან რეჟიმს, საერთაშორისო სასამართლოზე გაასამართლებენ.

დანიელ წინასწარმეტყველი, უკანასკნელი იმპერიის, ათი მეფის შესახებ. (ძირითადი წერილის შემოკლებული ვარიანტი).

დანიელ წინასწარმეტყველი: თ.7 მ.7"ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი .... გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა." - სსრკ-რუსეთის აპოკალიფსური იმპერია.
დანიელ წინასწარმეტყველი: თ.7 მ.23. მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. მ.24. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; .....".

შეადარეთ, იგივე უკანასკნელ იმპერიაზე ლაპარაკობს იოანე ღვთისმეტყველი თავის აპოკალიფსში. მსოფლიოს უკანასკნელ ანტიქრისტეს იმპერიას ანუ შვიდთავიან და ათრქიან მხეცს, იმპერიაში შვიდი ეპოქის (შვიდი თავის) მქონე, ათი მეფე (ათი რქა) უნდა ჰყოლოდა ანუ ათი მეფე უნდა გამეფებულიყო.

იოანეს აპოკალიფსური წითელი იმპერიისა და დანიელის მეოთხე სამეფოს, ათი რქა, ათი ტირან-დიქტატორი მეფე ესენია: 1. პირველი რქა-ვლადიმერ (სახელის კოდი 666) ლენინი, 2. მეორე რქა-იოსებ სტალინი, 3. მესამე რქა-გიორგი მალენკოვი, 4. მეოთხე რქა-ნიკიტა ხრუშჩოვი, 5. მეხუთე რქა-ლეონიდ ბრეჟნევი, 6. მეექვსე რქა-იური ანდროპოვი, 7. მეშვიდე რქა-კონსტანტინ ჩერნენკო, 8. მერვე რქა-მიხეილ გორბაჩოვი, აქ 1991წ. დაინგრა სსრკ, მეოთხე მხეცმა, რუსეთის იმპერიის სახით განაგრძო არსებობა, 9. მეცხრე რქა-ბორის ელცინი, 10. მეათე რქა-ვლადიმერ (სახელის კოდი 666) პუტინი. 2004-2008წწ. მედვედევი პრეზიდენტი გახდა, პუტინი კი პრემიერ მინისტრი, მათ მხოლოდ ოთხი წლით, ადგილები დროებით გაცვალეს, ქვეყანას სრულად მაინც პუტინი მართავდა. ამიტომაც, დანიელის მეოთხე სამეფო, მაინც ათი რქით გამოისახება, დანიელის მიერ ნანახ ხილვაში. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის ბოროტების იმპერიის ბოლო მტარვალ-დიქტატორი და მაოხრებელი იმპერატორი გამოდის.

დანიელის მიხედვით, სამი ქვეყნის აოხრებისა და ოკუპაციის შემდეგ, უკანასკნელი იმპერიის, უკანასკნელ ტირან-დიქტატორს, შემდეგი მომავალი ელოდება.
დანიელ წინასწარმეტყველი თ.7 მ.26 - "შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ("მეოთხე მხეცის" ანუ უკანასკნელი იმპერიის მტარვალ-დიქტატორს ვლადიმერ პუტინს-ავტ.) ხელმწიფებას (უკანასკნელი იმპერიის ტირან-დიქტატორს-ავტ. დ. ს.), რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს". (დანიელ წინასწარმეტყველი თ.7 მ.23-26).
ეს იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს დაამხობენ ან გადააყენებენ და შემდგომ კი, მის რეჟიმს საბოლოოდ გაასამართლებენ.

ვლადიმერ (666) პუტინი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე უდიდესი, ბოროტების უკანასკნელი იმპერიის (ანუ ალეგორიულად მხეცის) ანუ სსრკ-რუსეთის უკანასკნელი მოძალადე ტირანი, ბოროტების იმპერიის უკანასკნელი მტარვალ-დიქტატორი და მაოხრებელი. დანიელ, ეზრა და ეზეკიელ წინასწარმეტყველთა, აგრეთვე იოანე ღვთისმეტყველის უკანასკნელი უდიდესი იმპერიის ანუ იმპერიული მხეცის უკანასკნელი-მტარვალი მხეცი და უკანასკნელი მეფე-რქა.
ამ ადამიანის ალეგორიული მხეცის რიცხვია და მისი სახელის ალეგორიული კოდია - რიცხვი 666.
VLADIMIR (666-ANTICHRIST-ВЛАДЕЮЩИЙ МИРОМ) PUTIN.

წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.


image


ქვედა ფოტოზე იხილეთ, ნოსტრადამუსის ხელნაწერის მიხედვით, ნოსტრადამუსის მეათე ცენტურიის 72-ე კატრენის, ნოსტრადამუსის შვილის მიერ 1568 წელს დაბეჭდილი და დღემდე შემორჩენილი, როგორც ფოტო-ასლი, ასევე ორიგინალური ტექსტი, რომელიც შენახულია ნოსტრადამუსის მუზეუმში, თავდაპირველი ორიგინალი ფრანგულად, რომელიც გამოიცა საფრანგეთის ქალაქ რიგოში (Rigaud) 1568 წელს.
C.10; Q.72 (Rigaud 1568):
L'an mil neuf cens nonante neuf sept mois;
Du ciel viendra vn grand Roy deffraieur;
Resusciter le grand Roy d'Angolmois;
Auant apres Mars regner par bon heur.



image







0
166
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
166