სისხლის სამართალი ფემიციდის საზარელი შემთხვევა თერჯოლაში - ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა 2022, 25 ნოემბერი, 2:40 ![]() ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა და გარდაიცვალა. ადგილზე მყოფი თითმხილველები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. ზოგიერთი მათგანი დაშავდა. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაც. გარდაცვლილ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს. 391 შეფასება არ არის
|