x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უსაქმური კაცი ერთ ადგილზე მახათს იყრიდაო"-ამათზეა ნათქვამი
image მსოფლიოში უამრავი საშუალებაა გართობისათვის, რომელთა დიდი ნაწილი სპორტს ნამდვილად არ მიეკუთვნება, მაგრამ ექსტრემალურობით სპორტის უმეტეს სახეობას ფორას მისცემს.


იცით ალბათ ბრიტანეთში რომ ტარდება მეტისმეტად უცნაური კონკურსი გართობის მიზნით, სადაც უზარმაზარ დაღმართზე დაგორებულ მრგვალ ყველს მისდევს ასეულობით სხვადასხვა ასაკის ადამიანი, ხშირია ხელის, ფეხის მოტეხვა, ხშირია ნეკნების მოტეხვის ამ ლავიწის მოტეხვის შემთხვევებიც.


მიუხედავად ამისა კონკურსს მონაწილეები არ აკლია, რამდენიმე კილოგრამიანი, დაღმართზე ნაგორებ-ნახტუნავები ყველის გამო ადგილობრივ კლინიკას რამდენიმე ათეული ადამიანი აკითხავს სხვადასხვა სახის და სიმძიმის ტრავმებით.


ესეც არაფერი, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტარდება გასართობი ღონისძიებები გაბედული მოხალისეებისათვის, გოფრირებულ მილში მოხრილ მდგომარეობაში დგება რამდენიმე ადამიანი სქესის განურჩევლად, მილს კი დაღმართზე აგორებენ, არც გართობის ამ სახეობის მონაწილეებშია უცხო ტრავმები, ტრავმის გარეშე გადარჩენილებს კი ისე ეხვევათ თავბრუ, დიდი ხნის მანძილზე ფეხზე მყარად ვერ დგებიან. იშვიათად ვინმე მივიდეს ფინიშის ბლომდე, რადგან ძალიან ძნელია გოფრირებულ მილში თავის შეკავება, მილის ორივე მხიდან ვარდებიან მონაწილეები, რომლებსაც ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები გულშემატკივრობენ. ტრავმირებულებს კი სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას.



ერთი რუსული ანდაზაა: "სულელი თავი ხელებს და ფეხებს მოსვენებას არ აძლევსო"-სწორედ ასეა ამ ადამიანების საქმე.


0
170
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
170