სხვა მსროლელი, რომელიც გეი-კლუბში შეიჭრა და ხალხი ამოხოცა, თავადაც ლგბტ პირი აღმოჩნდა 2022, 24 ნოემბერი, 15:59 ![]() Club Q-ის სტუმრებზე თავდასხმაში და 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარება ოლდრიხის დამცველებმა მკვლელობის საქმის მოსმენის წინა დღეს გააჟღერეს. ![]() შეგახსენებთ, 19 ნოემბერს კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. მსროლელს მივარდა კლუბის ორი სტუმარი, ხელიდან იარაღი წაგლიჯეს, იატაკზე დააგდეს და ეკავათ მანამდე, სანამ პოლიცია არ მოვიდა. პროკურორებმა ადრე განაცხადეს, რომ ოლდრიჩს ბრალს წაუყენებდნენ როგორც ლგბტ პირების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმაში, მაგრამ ადვოკატთა განცხადებების შემდეგ საჭირო გახდება ფორმულირების შეცვლა. ![]() ![]() ![]() 500 2-ს მოსწონს
|