სხვა ცნობილი სპორტსმენები, რომლებმაც ფილმებში ითამაშეს 2022, 24 ნოემბერი, 14:07 კალათბურთელმა დენის როდმანმა ითამაშა არა ერთ ფილმში და სერიალში. დენისი გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "შურისმაძიებლები", "ბავშვები", "სუპერ აგენტი სიმონი" და სერიალი Soldier of Fortune. ![]() ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ითამაშა მცველის როლი ფილმში "King Arthur: The Sword." ![]() კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ითამაშა ფილმში Space Jam. ![]() ამერიკელი სპორტსმენი ჯონი ვაისმიულერი 24 წლის ასაკში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო ცურვაში. ჯონიმ მოახერხა ლეგენდარული "ტარზანის" როლის განასახიერება, რომელიც დღემდე ახსოვს უამრავ კინომოყვარულს. ![]() მიხაელ შუმახერმა ითამაშა ფილმში "ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე". ფილმში ავტომრბოლელმა მეეტლეს - მაიკლ შუმიქსის როლი შეასრულა. ![]() ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობი გახდა, ითამაშა 15-მდე ფილმში. ![]() ზინედინ ზიდანმა შეასრულა ერთ-ერთი როლი ფილმში „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“. ![]() მსოფლიოს ათგზის ჩემპიონმა და ევროპის საუკეთესო მოციგურავის ექვსგზის მფლობელმა, ნორვეგიელი სონია ჰენიმ ითამაშა ფილმში "ერთი მილიონში". მაგრამ ჰენიმ ნამდვილი პოპულარობა მხოლოდ ცნობილ "მზიური ველის სერენადის" შემდეგ მიოპოვა. ![]() ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ითამაშა კომედიაში The Hangover ![]() ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, ო ჯეი სიმპსონი პირველად გადაიღეს ფილმ-ტრილოგიაში "თხის რქა პირველი", შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა ასევე ტრილოგიით "შიშველი პისტოლეტი" ![]() ლევან თედიაშვილმა ითამაშა ასევე სხვა სპორტსმენთან, ველომრბოლელ ომარ ფხაკაძესთან ერთად ფილმში "ხარება და გოგია", ლეგენდარულმა მოჭიდავემ ახლახან კიდევ ერთ ფილმში ითამაშა -"მეოთხე ბრაიტონი“. ![]() ![]() 510 2-ს მოსწონს
|